x
image
nukrichanturia
მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს მეგრულ ენაში 8 მილიონი სიტყვაა
image უნიკალური მეგრული ენის დაცვა და განვითარება არ უნდა ჩაითვალოს სეპარატიზმად. სტატიაში, რომელსაც გთავაზობთ, შესაძლოა, ზოგი რამ საკამათო იყოს, ამ კამათში ჭეშმარიტება თუ არ იბადება - იკვეთება მაინც.

საქართველო - ასე ეწოდება დღეს ჩვენს სამშობლოს, მაგრამ დღევანდელი საქართველოს რესპუბლიკა არა მარტო საქართველო - ანუ ქართლელთა ქვეყანაა, არამედ კოლხთა, ეგრისელთა ქვეყანაცაა, რადგანაც დღეს ის არსებობს როგორც ორი ქვეყნის, ორი კულტურის - ქართლის და კოლხეთის სამეფოს შედეგად.

ყველაზე პოპულარული და მიღებულია სიმონ ჯანაშიას თეორია: ქართველური ტომები წინა აზიის მკვიდრნი არიან. ამ ტერიტორიაზე ძვ. წ. მეორე ათასწლეულის დასაწყისში არსებული ხალხების - ხეთების და სუბერების შთამომავლებია კოლხები, იბერები, მესხები.

ქართული ენა ხეთურ-იბერიულ ენათა გადმონაშთად ითვლება და შედის იბერიულ-კავკასიური ენების ოჯახში. იბერიული ანუ ქართველური ჯგუფის ენები შესდგება 3 შტოსაგან:


1. თვით ქართული, აღმოსავლეთ საქართველოს ძველი დედაენა, ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე გაბატონებული სალიტერატურო ენა.

2. მეგრულ-ჭანური (ლაზური) ენა. მრავალი საუკუნის მანძილზე სახელმწიფო ენა იყო ძველ კოლხეთში. ამჟამად ამ ენაზე ჯერ კიდევ ჯიუტად მეტყველებს 800 000 მეგრელი, მაგრამ დამწერლობის გარეშე და დამცირების გამოც, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ენა, ალბათ, მალე შეუერთდება მკვდარ ენათა ოჯახს.

3. სვანური ენა. ამჟამად ამ ენაზე მეტყველებს რამდენიმე ათეული ათასი სვანი. ეს ენაც გაქრობის გზაზეა დამწერლობის გარეშე.

აპოლონ როდოსელის ცნობით, კოლხებს გააჩნიათ კირბები, თავიანთ მამათაგან ნაწერნი, სადაც აღნიშნულია მოგზაურთათვის ზღვისა და ხმელეთის საზღვარი. ესაა პირველი სარწმუნო ცნობა იმის შესახებ, რომ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ტომებს დამწერლობა გააჩნდათ. ამასვე ადასტურებს გეოგრაფი რიტერი: "კარტოგრაფიული ხელოვნების გამოგონება სრულებით არ ეკუთვნის ბერძნებს, მას ბევრად უფრო ადრე ხმარობდნენ კოლხეთის ვაჭრები".

ამრიგად, როგორც ეტყობა, კოლხეთში დამწერლობა 800 წლით ადრე ყოფილა, ვიდრე ფარნავაზმა შექმნა ანბანი ქართლში.

image ჰეროდოტე თავის ისტორიაში მრავალჯერ ახსენებს კოლხეთს, მაშინ, როცა არაფერს წერს ქართლზე. ალბათ იმიტომ, რომ ასეთი ქვეყანა მის დროს არ არსებობდა.

მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ მეგრულ ენაში 8 მილიონი სიტყვაა. მართლაც რომ შთამბეჭდავია.

image და ბოლოს, ეს სტატია იმიტომ დავწერე, რომ ერთ-ერთ საიტზე ვნახე სტატია, სადაც მეგრელების როლი დაკნინებული იყო. ბატონებო, არ დაგავიწყდეთ, რაც დიდმა ილიამ თქვა: "სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე".

26
4196
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
4196
  
2018, 2 აგვისტო, 8:54
იშ ეეტ მუ გიწით მა თქვა, მარგალურ ნინა ვარენია დო ხვალე დიალექტ რენია...
ქომწით აკა მართალო ათეჯგუა ჯაშდუდამეფ რეთო, დო-ვარ გოშკურა, ვანნომლუან მარგალეფქიან?
გორაფათ რეთ ეშაათამალ, მარა ვართ დუდს ფშკიდანქ ეს, დო ვართ სამარგალოს?
თეშ ეკოუნელს, არძა მარგალს უნგარე გორჩქინუ, ნამდგაქ თქუას მარგალეფს ქორთუეფ უჯგუნიან
არძა თი მაგრალს ქუნვოწიკვ, ნამდვაქ შხვაშთურებს ელუზუკოლუას ხასლან, თაშია დო, ჩქი მი ვორეთ
თქვან კარს, თქვა რეთ ცაშა მართალიან.

ეხლა კი მოდით ჩემო განსწავლულო, ბრძნად მოუბარო მიმომხილველნო, მითხარით რა დავწერე ზემოთ.
მეგრული ხომ მხოლოდ დიალექტია, კილო-კავი, არ უნდა გაგიჭირდეთ ტექსტის გაგება, მითუმეტეს, რომ
რთული სიტყვებიც არ მიხმარია
გადმოაქართულეთ ან სამუდამოდ დადუმდით ამ თემის შესახებ, რადგან სირცხვილის მჭამელს სიტყა არ
ეთქმის ხალხში.
2017, 12 აპრილი, 23:53
შენ რომ განათლებულად მოგაქვს თავი, რამდენი წლის ხარ მაინც? წაიკითხე წაიკითხე და წაიკითხე.
2017, 12 აპრილი, 23:49
შენ კარგად ხარ? თუ სომეხი ხარ? ასე ვინ გასწავლა ისტორიის დამახინჯება? არ გრცხვენია საერთოდ კახეთს ცივილიზაციის აკვნად რომ იხსენიებ იდიოტო
2017, 10 აპრილი, 22:25
ქართული ენა საკაცობრიო ენაა! - https://www.facebook.com/notes/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90/1114295305294529
2017, 10 აპრილი, 22:21
იხ: http://macne2.blogspot.com/2016/06/blog-post.html
2017, 9 აპრილი, 23:09
ხვიჩა 48 მიხედე შენ თავს
2017, 8 აპრილი, 12:41
სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) — დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისა, იმერეთისა), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.
2017, 8 აპრილი, 12:37
,,მეგრული "ტერმინი ენა" გაჩნდა მე-19 საუკუნეში,,-,,მეგრული ენა არასოდეს არსებობდა, არსებობდა კოლხური ენა, მარა კოლხეთი სამეგრელო არასოდეს ყოფილა,,-ეს თქვენი სიტყვებია მეგრელებისადმი სიძულვილით გაჟღენთილი და არა ისტორიულ კვლევებზე დაფუძვნებული და ამის შემდეგ თქვენთან დიალოგს რა აზრი აქვს
2017, 8 აპრილი, 12:30
,,ამჟამად ამ ენაზე ჯერ კიდევ ჯიუტად მეტყველებს 800 000 მეგრელი,,- და რაა აქ არარეალური,სამეგრელოს მოსახლეობის რაოდენობა 451 852 სული იყო 2002 წლის მონაცემებით, (მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია), დანარჩენ საქართველოში კი რამდენი მეგრელი ცხოვრობს , ამიტომ ეს ციფრი რეალობასთან ახლოსაა
2016, 21 ნოემბერი, 19:32
ძმაო კარგად და გულდასმით მოუსმინე შესანიშნავ მეცნიერს გია კვაშილავას, შედი www.youtube.com - ში და ბევრ რამეს გაიგებ, ნუ იქნები შოვინისტი, მეგრული ენა, ქართული და სვანური ენები უნდა იცოდეს საქართველოში ყველა ნაღდმა ქართველმა ვისაც ქართული გული უძგერს, რაც შეეხება იმას რომ ზოგიერთებს სძულთ მეგრული და სვანური ენები, მე შიმიძლია გითხრა რომ ეს ის "ხალხია" რომლებიც გაიძახიან მე ვარ ქართველიო და სინამდვილეში არაქართველია და შეიძლება გვარიც გამოცვლილი აქვს და ეგეთები საქართველოში ბევრია, კიდევ ერთხელ ვწერ თუ არ გიყვარს სულით და გულით სვანური და მეგრული ენები ესეიგი არ ხარ ქართველი.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10