x
image
ეკა.
დედამიწის ახალგაზრდობა
დედამიწა პაწაწინა პლანეტაა უზარმაზარ სამყაროში, რომელიც მილიარდობით ვარსკვლავს, პლანეტას, მთვარეს და მათ შორის მდებარე უკიდეგანო ცარიელ სივრცეს შეიცავს. ზუსტად არავინ იცის, თუ როგორ გაჩნდა დედამიწა. თუმცა მეცნიერთა დიდი ნაწილის აზრით, კოსმოსში არსებული რადიაცია იმაზე მეტყველებს, რომ სამყარო, დაახლოებით, თხუთმეტი მილიარდი წლის წინ შეიქმნა დიდი აფეთქების დროს. ამ მოსაზრებას დიდი აფეთქების თეორია ეწოდება.

image

დედამიწის დაბადება

მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწა, დაახლოებით, 4 600 მილიონი წლის წინ გაჩნდა და მას შემდეგ განუწყვეტლივ იცვლება. შესაძლოა, თავდაპირველად ის იყო მტვრისა და გაზების უზარმაზარი გავარვარებული სფერო, რომელიც დროთა განმავლობაში შეიკუმშა და გამკვრივდა. რკინით მდიდარი მძიმე მინერალები მზარდი პლანეტის შუაგულში შეგროვდა და თანდათან რკინის ბირთვად იქცა.


დედამიწის ჩამოყალიბების პროცესში ისეთი გაზები, როგორებიცაა მეთანი, წყალბადი და ამიაკი, ვულკანებიდან ზედაპირზე ამოიფრქვა. მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით ეს მომწამვლელი გაზები თანდათან დაიშალა და პლანეტის ზედაპირს აზოტისა და ნახშირორჟანგის თხელ საფარველად შემოეხვია. ამავე დროს, ვულკანებიდან ამოსული ორთქლისა და კოსმოსიდან ჩამოცვენილი ყინულის ნატეხებისგან პირველი ოკეანეთი წარმოიქმნა.

სიცოცხლის გაჩენა

დაახლოებით, 3500 მილიონი წლის წინ სიცოცხლის პირველი, უმარტივესი ფორმები გაჩნდა. თანამედროვე მწვანე მცენარეების მსგავსად, საკვების დასამზადებლად ეს ორგანიზმებიც წყალს, ნახშირორჟანგსა და მზის სინათლეს იყენებდნენ. ამის შედეგად ატმოსფეროში ჟანგბადის გამოყოფა დაიწყო.

მრავალი მილიონი წლის განმავლობაში ეს პაწაწინა ორგანიზმები დედამიწის გარემომცველი ნახშირორჟანგისგან ჟანგბადს გამოიმუშავებდნენ. საბოლოოდ, გაჩნდა ჟანგბადის ბარიერი, რომელიც დედამიწის ზედაპირზე მზის მომაკვდინებელი ულტრაიისფერი სხივების მოხვედრას აბრკოლებდა. ახალმა პირობებმა ხელი შეუწყო სიცოცხლის უფრო რთული ფორმების გაჩენას.

უძველესი ისტორია

დროის პერიოდი, რომელიც დედამიწის საბოლოო ჩამოყალიბებას დასჭირდა, იმდენად დიდია, რომ მისი წარმოდგენა შეუძლებელია. დედამიწის ასეთი ხანგრძლივი ისტორიის გამო, მეცნიერებს დასჭირდათ დროის წარმოსახვითი პერიოდების შექმნა, რომელთაგან თითოეული მრავალ მილიონ წელიწადს შეიცავს. ასეთ დიდ სკალაზე დროის ასახვისტვის ისინი გეოლოგიურ დროს იყენებენ.

ხმელეთის ფორმა
დედამიწის ცამოყალიბების შემდეგ ხმელეთის პირველი დიდი უბნები გაჩნდა. ისინი გამუდმებით მოძრაობდნენ, არაერთხელ შეუერთდნენ და გამოეყვნენ ერთმანეთს. დაახლოებით, 250 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მხოლოდ ერთი გიგანტური ხმელეთი იყო, რომელსაც პანგეას უწოდებენ. დაახლოებით, 225 მილიონი წლის წინ პანგეა დაიყო. დაიწყო დღევანდელი კონტინენტების ჩამოყალიბება.

პანგეა

სურათზე ასახულია პანგეა.








დედამიწა 135 წლის წინ

წარსულის შესწავლა

დედამიწის შესახებ ინფორმაციისთვის უდიდეს ნაწილს მეცნიერები ქანებიდან იღებენ. ეს ქანები მილიონობით წლის მანძილზე დედამიწის ქერქის შრეებს ქმნიდნენ. მათი შესწავლით მეცნიერები, რომელთაც გეოლოგებს უწოდებენ, ინფორმაციას იღებენ დროის შესაბამის პერიოდში არსებული პირობების შესახებ.

image



0
216
6-ს მოსწონს
ავტორი:ეკა.
ეკა.
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0