- იტალიაში, ტოსკანას რეგიონში 90 წლის ქალის მკვლელობისათვის 24 წლის ქართველი ნათია თათარაშვილია დაკავებული, რომელიც გარდაცვლილს უვლიდა.თათარაშვილის ოჯახში მომხდარის დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ.
- 24 წლის ქუთაისელი ნათია 5 წლის განმავლობაში უვლიდა მოხუცებულ ქალბატონს.ოჯახის წევრები მას მშვიდ, გაწონასწორებულ ადამიანად თვლიან.მისმა ახლობლებმა განაცხადეს, რომ ხშირად უკავშირდებოდნენ ნათიას, მაგრამ არანაირი ფსიქო-აშლილობა არ შეუნიშნავთ.ნათიამ 90 წლის კლეოფე ნიცის დანის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
- ახლა იგი ფსიქიატრიაში იმყოფება და დანაშაულიც კი აღიარა.როგორც გაირკვა, მისი გაღიზიანება მოხუცებული ქალის ყოველდღიურმა საყვედურებმა გამოიწვია.