x
image
t.x.
მეეზოვეს, რომელმაც 11 წლის ბავშვს სცემა, პატიმრობა ემუქრება
imageსამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 35 წლის მოქალაქე, რომელსაც 11 წლის მოსწავლის ცემა ედება ბრალად. ეჭვმიტანილი პროფესიით მეეზოვეა. ის სამართალდამცავებს ახლობლის ბინაში ემალებოდა.

11 წლის ბავშვი მოათავსეს ჰოსპიტალში. ბავშვს გატეხილი აქვს ყბის ძვალი და მიღებული აქვს ტვინის შერყევა. ბიჭმა მოახერხა ეთქვა, რომ მას თავს დაესხა მეეზოვე.

ბავშვმა სამართალდამცავებს მოუყვა, რომ 6 იანვარს მეგობრებთან ერთად გუნდაობდა და გუნდა შემთხვევით მოარტყა აზიური გარეგნობის მამაკაცს. კაცი საშინლად განრისხდა და ბავშვებს გამოეკიდა, მაგრამ ვერ დაეწია და ესროლა ნიჩაბი, რომელიც აქამდე ხელში ეჭირა. ნიჩაბი ბავშვს თავში მოხვდა.

პოლიცია ეჭვმიტანილის ვინაობას არ ასახელებს. თუ ბრალეულობა დადასტურდება, მეეზოვე დაისჯება ხუთ წლამდე პატიმრობით.


შემთხვევა მოხდა მოსკოვში, ხოლო მამაკაცი უზბეკეთის მოქალაქეა.

0
66
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0