სხვა ანტიდიოტი 2013, 7 იანვარი, 20:04 იდიოტები არსებობენ თანაც მეტი, ვიდრე რომელიმე ჩვენგანი ისურვებდა. ხრავდნენ, ხრავენ და კვლავაც სიამოვნებით დახრავენ ჩვენს ნერვებს, დროს, ძალისხმევას და ასე შემდეგ. ალბათ ხვდებით, რომ სამედიცინო დიაგნოზს არ ვგულისხმობ, მაგრამ წმინდა ადამიანურ იდიოტიზმშიც არის რაღაც კლინიკური. როგორ ამოვიცნოთ? ზოგიერთი თვისება მათ ადვილად საცნობს ხდის: 1. ღმად არიან დარწმუნებულნი, რომ ყველაფერზე მხოლოდ ერთი - მათი - შეხედულება არსებობს. 2.საუბრისას არასდროს არავის უსმენენ. მათ მონოლოგში ხშირად შორისდებულის ჩართვაც კი ჭირს . სამაგიეროდ, თქვენი, როგორც სმენელის, დასწრება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 3.თუ სასწაული მოხდა და მათ მონოლოგში როგორმე ორიოდე სიტყვა ჩააკვეხეთ, მაშინვე შეგაწყვეტინებენ ან შეუფერებელი კომენტარებით, ანდა სულელური შეკითხვით. 4.საკუთარი თავის წარმოსაჩენად და მნიშვნელობის დასამტკიცებლად გამუდმებით თავხედობენ, თანაც ისე თვითდაჯერებულად, თითქოს ეს მათი წმინდათაწმინდა უფლება იყოს. 5.აშკარად თუ მალულად საკუთარი ძალაუფლებით ტკბებიან. 6.გიჩნდებათ განცდა, რომ სხვადასხვა ენაზე საუბრობთ, რადგან მათ შეგნებამდე უმარტივესი აზრიც ვერ დაგყავთ. 7. მათი საქციელი ხშირად გაკარგვინებს წონასწორობას. არსებობს იდიოტიზმი ქრონიკული და იდიოტიზმი პერიოდული. თუ ადამიანს, რომელიც აქამდე ნორმალურად იქცეოდა, იდიოტიზმის ნიშნები შეატყვეთ, უბრალოდ გაეცალეთ, ცოტა ხანში ყველაფერი დალაგდება. ქრონიკულ იდიოტებზე კი იმავეს სამწუხაროდ ვერ ვიტყვით. იდიოტები შეიძლება იყოს აქტიური და პასიური. აქტიურები ნამდვილი ვამპირები არიან . მათთვის მთავარი პროცესია და არა შედეგი. საუბრისას, მითუმეტეს კამათისას, ერთ საპასუხო სიტყვასაც რომ მოკრან ყური, აღარაფერი აინტერესებთ - რეაქციაზე გიჭერენ, როგორც ლომი გაქცეულ კურდღელს. თუ პასუხი გაეცით, შეგიძლიათ, საკუთარ საფლავის ქვასა და ქელეხის ხარჯებზე ზრუნვა დაიწყოთ. პასიურები თავისთავად უვნებლები არიან მაგრამ ნერვების შწმა არანაკლებ ეხერხებათ. ცხოვრების თავიაანთი კანონები აქვთ და იმიტომ. რა მარტივიც არ უნდა გეჩვენებოდეს საკითხი, მაინც ათასს შეკითხვას იპოვიან. დილამდეც რომ უხსმათ კითხვები მაინც არ გამოელევათ. არა და წყობიდან გამოყვანა თქვენი აზრადაც არ მოსდით მათ კარგი უნდათ მაგრამ ეგ თქვენთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. ბრძოლა იდიოტებთან სრულიად ზედმეტია. თუ ბრძოლას თავს ვერ აარიდებთ ზუსტად ისე განეწყვეთ როგორც ბუნებრივი მოვლენების მიმართ: წვიმა მოწყენილობაა, თოვლჭყაპი ტალახი მაგრამ რას იზამთ? გამოდარებამდე სადმე შეაფარებთ თავს და შემდეგ დაივიწყებთ. იდიოტებთან ასე უნდა მოიქცეთ: 1.ნუ გადაეკიდებით ან ყველაფერში დაეთანხმეთ ან კიდე ყურადღებას ნუ მიაქცევთ. 2.თავი აარიდეთ რამდენადაც ეს შესაძლებელია. 3.ნუ გაწყრებით და შურისძიების ჩანაფიქრზე და გეგმების დაწყობაზე თავს ნუ დაიღლით. თქვენს დიად ჩანაფიქრს ვერც გაიგებენ და ვერც დააფასებენ ენერგიას ტყუილად დახარჯავთ. 4.წონასწორობიდან ნუ გამოხვალთ. 5.ნუ წამოეგებით პროვოკაციას. არაფრით არ შეიძლება: 1.ცხარე კამათი (მათაც ეს უნდათ) 2.მათი ყველა მოთხოვნის შესრულება.(თავზე დაგასხდებიან და ფეხების ქნევასაც დაიწყებენ 3.მშვიდობიანი გზით დარჭმუნება.( არარეალურია: მაქსიმუმ რასაც შეიძლება მიახწიოთ მართალი ხართ, მაგრამ მე მაინც მგონია რომ....) ბოლოს მინდა რომ გითხრათ იდიოტები არ იბადებია (იშვიათი გამონაკლისების გარდა)იდიოტები ხდებიან. იდიოტიზმი გადამდები დავადებაა და კურნალობას არ ექვემდებარება. თუ ათასში ერთხელ თქვენც გემართებათ ტევს მიხედეთ ქრონიკულში არ გადაგივიდეთ. 45 3-ს მოსწონს
|