შოუბიზნესი გათხოვილი ქეთა თოფურიას ცხოვრება. ფოტოები ქეთას მობილურიდან 2013, 6 იანვარი, 16:41 რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია რამდენიმე კვირის წინ გათხოვდა. ქეთა ებრაელ მილიონერ, 37 წლის ლევ გეიხმანს გაჰყვა ცოლად. საქორწინო ცერემონია საიდუმლოდ გაიმართა. მას მხოლოდ წყვილის ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. თოფურიას თქმით, საყვარელ მამაკაცს სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა. ახლა კი ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს. ქეთა თოფურია უკვე კარგა ხანია რუსეთში პაპარაცების ყურადღების ცენტრშია. ქართველი მომღერალი ბევრ სკანდალში ეხვევა და ეხლა უკვე როდესაც გათხოვილია იმედოვნებს, რომ პაპარაცების ყურადღება მოაკლდება. მისი თქმით გათხოვილი ქეთას ცხოვრება ძალიან არ შეცვლილა. როგორც მომღერალი აცხადებს, მდიდრული ქორწილის გადახდაზე მათ უარი იმ მიზეზით თქვეს, რომ ასეთ ღონისძიებებზე მხოლოდ სტუმრები მხიარულობენ, სიძე-პატარძალი კი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით არის დაკავებული და გართობისთვის ვერ იცლის. ქეთას და მის მეუღლეს კი წვეულების მოწყობა მხოლოდ საკუთარი თავისთვის სურდათ. ქეთას თქმით, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. ქეთა თოფურიას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე ივიწყებს, ბევრსაც უკვე დავიწყებული ჰყავს. თუმცა მას საქართველოში მაინც ჰყავს ერთგული გულშემატკივრები. ქეთა თოფურიამ პოპულარობა საქართველოში მოიპოვა. ის ბავშობიდან მღერის, მიღებული აქვს ბევრ კონკურსში მონაწილეობა. ქეთა თოფურია 2005 წლის 29 21042 15-ს მოსწონს 9-ს არა
|