x
image
jango
ნინი ბადურაშვილის ახალი ცხოვრება. ფოტოები ნინის მობილურიდან.

მოგეხსენებათ მომღერალი ნინი ბადურაშვილი გათხოვდა. მისი რჩეული ყოფილი წყალბურთელი ირაკლი კუტალაძეა. ირაკლი მოსკოვში ცხოვრობს და საკუთარი ბიზნესი აქვს - არბატზე ერთ-ერთი რესტორნის მმართველია.წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა, 21 ოქტომბერს კი გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, რომელიც მასმედიისთვის დახურული იყო. სტუმრად არაერთი პიროვნება იყო მიწვეული. ნინიმ საკუთარ ქორწილში ქეთა თოფურიასთან, კრისტინესა და თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად იმღერა კიდეც. ბადურაშვილმა თბილისი დატოვა და მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. imageმომოღერალმა აღიარა, რომ მოსკოვში ცხოვრება გაუჭირდა, იქ ბევრი ნაცნობი ჰყავს, მაგრამ უცხო გარემომ
და ცივმა კლიმატმა მაინც თავისი გაიტანა. ნინი ჯერ ორსულად არ არის, ჯერ არ მემჟავება, მაგრამ მომავალში ამის პერსპექტივაც არსებობსო. image მისი მოსკოვური ცხოვრება მხოლოდ ოჯახით არ შემოიფარგლება. ნინიმ ერთ-ერთ რუსულ პროექტშიც მიიღო მონაწილეობა, იმუშავა ბენდთან და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა. მისი თქმით, ეს პროექტი მასაზე გათვლილი არ იყო, მონაწილეები კი გემოვნებიან სიმღერებს ასრულებდნენ. მომღერალს გადაწყვეტილი აქვს ბენდთან ერთად იმღეროს და რუსულ შოუბიზნესში თავიც დაიმკვიდროს. ნინიმ აღიარა, რომ ფონოგრამაზე სიმღერა მობეზრდა, ისიც კარგად ესმის რომ ცოცხალი ბენდი უფრო მოთხოვნადია. როგორც ჩანს, ნინი კარიერაზე უარს არ ამბობს და ქმარიც ხელს უწყობს.

image

image

3
14884
10-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:jango
jango
14884
  
2013, 6 იანვარი, 12:15
სხვისი დაწერილი სტატიების გადაწერაში მაგარი ხარ რა...
2013, 5 იანვარი, 17:54
აუაუუაუუაუუუუ რატო პრუწავენ ტუჩეებს??? :///// მაგრად მაღიზიანებს რააა.....
2013, 5 იანვარი, 16:08
პირველ ფოტოზე რას გავს
0 1 3