x
image
nukrichanturia
ახალი წლიდან სიგარეტს დაემშვიდობეთ
image ახალი წელი მშვენიერი საბაბია იმისათვის, რომ თუნდაც ერთ მავნე ჩვევას გამოემშვიდობოთ.

თამბაქო რომ ჯანმრთელობისათვის მავნეა, პატარების გარდა, ყველამ იცის, მაგრამ მაინც, ზედმეტი არ იქნება შეგახსენოთ ყველა იმ ზიანის შესახებ, რასაც თამბაქო და მის ბოლში შემავალი ზოგიერთი ნივთიერება იწვევს.

ნიკოტინი ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური მცენარეული შხამია. ის სისხლძარღვებს, კერძოს, გულის გვირგვინოსან არტერიებს ავიწროებს და ამგვარად ქსოვილთა სისხლით მომარაგებას აუარესებს. ამავე დროს, გულის მუშაობას უმიზნოდ და უნაყოფოდ აძლიერებს.

თამბაქოს კუპრი სასუნთქ გზებს აღიზიანებს და ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმისა და ფოლტვების ემფიზემის განვითარებას ხელს უწყობს.


კანცეროგენული ბენზპირენი ხორხის, ფილტვებისა და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატიტის) კიბოს გამომწვევად ითვლება.

თამბაქოს მწეველებში გახშირებულია ბევრი მძიმე დაავადება: სტენოკარდია, გულის კუნთის ინფარქტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ქრონიკული კოლიტი, ქვედა კიდურების სისხლძარღვთა შევიწროება და განგრენა.

მწეველ ქალებში ფეხმძიმობა უფრო ხშირად არის ტოქსიკური, ხშირია გართულებული მშობიარობა, მუცლის მოშლა, ნაადრევი მენოპაუზა. მოწევა ქალებში ძუძუს კიბოს რიკს 2-ჯერ ზრდის.

თამბაქოს მხუთავი აირია ორგანიზმის დაბერების პროცესს აჩქარებს, კანი პლასტიკურობას კარგავს და ნაადრევად ნაოჭდება.

სიგარეტის მწეველი საშუალოდ 6-8 წლით ნაკლებს ცოცხლობს, ვიდრე ის, ვინც არ ეწევა.

image

3
70
7-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
70
  
2012, 31 დეკემბერი, 13:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 31 დეკემბერი, 12:52
ახალი წელი მშვენიერი საბაბია იმისათვის, რომ თუნდაც ერთ მავნე ჩვევას გამოემშვიდობოთ.
2012, 31 დეკემბერი, 12:51
დანებება თუ გინდა ადამიანს ახალ წელს რატო უნდა დაელოდო :)
0 1 3