რელიგია უფლისაგან კურთხეული მორჩილება 2012, 30 დეკემბერი, 17:45 ერთი ბერი სენაკიდან არ გამოდიოდა, მაგრამ მისი სახელი ყველგან ცნობილი იყო და ყველა მოკრძალებით პატივს სცემდა. ერთხელ სულიწმიდამ აუწყა მას: "ერთი მართალი მამის სხეული და სული ერთმანეთისაგან გაყრის პირასაა; წადი და სანამ გარდაიცვლებოდეს, განკურნე" ბერი დაფიქრდა. "თუ დღისით გავალ, ხალხი მოგროვდება; შესაძლოა, მათ ჩემი განდიდებაც დაიწყონ, ეს კი ჩემი გულისათვის მძიმე იქნება; მაშ ასე, გვიან საღამოს წავალ, ყველასგან ჩუმად". როდესაც შებინდდა, ღვთის კაცი სენაკიდან გამოვიდა... მაგრამ უეცრად მის წინ უფლის ორი ანგელოზი გამოცხადდა ლამპრებით, რათა მისთვის გზა გაენთებინათ. მთელი ქალაქი გამოვიდა მართალი მოსაგრის დიდების სანახავად. ამრიგად, რამდენადაც დიდებას გაურბოდა, იმდენად დიდება მას კვალდაკვად დასდევდა და აღსრულდა წმიდა წერილის სიტყვები: "რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს". 88 6-ს მოსწონს 1-ს არა
|