პოლიტიკა შენგენის ხელშეკრულება 2012, 30 დეკემბერი, 15:48 შენგენის ხელშეკრულება არის შეთანხმება "საპასპორტო საბაჟო კონტროლის გაუქმების შესახებ ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის", რომელსაც თავდაპირველად ხელი მოეწერა 1985 წლის 14 ივნისს ევროპის 5 სახელმწიფოს მიერ: ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, გერმანია. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ლუქსემბურგის პატარა ქალაქ - შენგენში, სადაც იკვეთება ლუქსემბურგის, გერმანიისა და საფრანგეთის საზღვრები.
დღეისათვის შენგენის ხელშეკრულება აერთიანებს 25 ქვეყანას. ესენია: ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, ავსტრია, დანია, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ჩეხეთი, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, შვეიცარია. აღნიშნული ქვეყნები ერთად ქმნიან შენგენის ზონას.
დღეისათვის შენგენის ზონა მოიცავს 4 312 099 კვ.კმ -ს, სადაც ცხოვრობს დაახლოებით 400 მლნ ადამიანი.
შენგენის ზონა ჰგავს ერთგვარ სახელმწიფოს, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო ტურისტული ზონისათვის. მისი გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, ხოლო შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება. ხელშეკრულებამ დაადგინა, რომ შიდა, სახელმწიფოებს შორის საზღვრები უნდა გაუქმებულიყო, ხოლო გარე საზღვრები გამაგრებულიყო. ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთიანი პოლიტიკა შეიმუშავონ მიგრანტების მიმართ, რაც მოითხოვს მონაცემთა საერთო ბაზისა და საერთო საპოლიციო-სასამართლო სისტემის შექმნას.
აღნიშნული წესები შეიმუშავეს 1999 წელს ევროკავშირის ქვეყნების ამსტერდამის შეხვედრაზე. ქრონოლოგია შენგენის ზონამ ფუნქციონირება დაიწყო 1995 წლის 26 მარტს, 1997 წელს თავდაპირველ 5 წევრ ქვეყანას შეუერთდა ესპანეთი, პორტუგალია, იტალია და ავსტრია; 2000 წელს ზონაში შევიდა ახლადმიღებული საბერძნეთი და სკანდინავიის საპასპორტო კავშირის ქვეყნები: ფინეთი, დანია, შვედეთი. 2001 წელს- ევროკავშირის არაწევრი 2 ქვეყანა-ისლანდია და ნორვეგია; 2007 წელს- ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია; 2008 წელს- ევროკავშირის მესამე არაწევრი ქვეყანა-შვეიცარია; როგორც აღვნიშნე, შენგენის ხელშეკრულება მოქმედებს ევროკავშირის არაწევრ 3 ქვეყანაში: ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და დე-ფაქტოდ სამ მიკრო სახელმწიფოში: მონაკო, სან-მარინო და ვატიკანი. ევროკავშირის ყველა ქვეყანამ, გარდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისა, შეასრულა დანაპირები და შევიდა ევრო ზონაში. გამონაკლისია კვიპროსი, რუმინეთი და ბულგარეთი, რომლებიც უახლოეს მომავალში შევლენ კავშირში. ავტორი: მარი აბრამიშვილი 379 შეფასება არ არის
|