x
ქართული დიასპორა და კანონი "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ"
"დიასპორა" ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და "გაბნევას" ნიშნავს.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიქმნა 2008 წლის თებერვალში პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით, აპარატის ძირითადი ფუნქციაა საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებთან მუდმივი ურთიერთობა და განუწყვეტელი კავშირი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტერმინი "დიასპორა" არ იყო განსაზღვრული საკანონმდებლო დონეზე. მაგ.თუ გერმანიის მოქალაქე, მაგრამ ქართველი პიროვნება ჩამოვიდოდა საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო მას განიხილავდა, როგორც უცხოელს და მასზე ვრცელდებოდა კანონი "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ". 2012 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა კანონი "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ", რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2011 წლის ნოემბერში. კანონში განსაზღვრულია ის სამართლებრივი გარანტიები, რომელსაც ავრცელებს საქართველოს სახელმწიფო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე, კანონი ითვალისწინებს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დასკვნების საფუძველზე თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას. თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქლაქეებს გარკვეული პრივილეგიები მიენიჭებათ. ისინი შეძლებენ განსაზღვრული ვადით იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ქვეყანაში შემოსასვლელად არ დასჭირდებათ ვიზა, მათთან ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, რასაც გულისხმობს სწორედ ვიზის ფასილიტაციის (სავიზო რეჟიმის გამარტივება ან გაუქმება) პროგრამა. გარდა ამისა, აღნიშნული სტატუსის მქონე პირები უფლებამოსილნი იქნებიან, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ ზოგადი და უმაღლესი განათლება საქართველოში და წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში. კანონით შემოღებულია დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის თანამდებობა. აღნიშნული სტატუსის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, მონაწილეობა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებულ, დიასპორებისათვის განკუთვნილ მიზნობრივ პროექტებში, როგორიცაა საქართველოს საზაფხულო ბანაკებში ბავშვების დასვენება თავიანთ თანამემამულეებთან ერთად და სხვა მრავალი ღონისძიება.

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ კანონით განისაზღვრა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქე არის არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველი, არამედ ის ადამიანიც, რომელიც ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული დროის განმავლობაში (ებრაელები, ბერძნები, რუსები, უკრაინელები, სომხები, აზერბაიჯანელები). შესაბამისად, ტერმინი დიასპორა აერთიანებს ადამიანებს ორი მიმართულებით:

1) ტერიტორიული პრინციპი - ვინც ცხოვრობდა საქართველოში და დატოვა ქვეყანა;


2) ვისი მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართულ, კავკასიურ ენას.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

0
102
შეფასება არ არის
ავტორი:მ ა რ ი
მ ა რ ი
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0