კომპიუტერები და პროგრამები ყველაზე კომპიუტერიზებული ქვეყნების ათეული 2012, 29 დეკემბერი, 14:39 ყოველწლიური გამოკითხვის თანახმად, რომელიც კომპიუტერისა და ინტერნეტის მოხმარების მხრივ პირველ ადგილას მყოფ ქვეყნებს გამოავლენს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველი ადგილი დაიკავა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის - "გლობალური ინფორმაციული ტექნოლოგიების" - მოხსენებაში, სხვა ფაქტორებთან ერთად, აღნიშნულია, რამდენად ეფექტურად იყენებენ ქვეყნები კომპიუტერსა და ინტერნეტს ეკონომიკის განვითარებს მიზნით.
მოხსენებაში აღნიშნულია ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ბიზნესში უახლოესი ტექნოლოგიების თვალსაზრისით, აშშ-ის "შთამბეჭდავი" მიღწევები.
რეიტინგში მეორე ადგილას სინგაპურია. პირველ ათეულში ევროპის ექვსი ქვეყანაც შედის.
ლიდერებს შორისაა სკანდინავიის ქვეყნები, რომელთაც მესამე, მეოთხე, მეხუთე და მერვე ადგილები დაიკავეს. ათეულს დიდი ბრიტანეთი ასრულებს, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ორი საფეხურით წინ წაიწია.
მაშ ასე, რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1. აშშ 2. სინგაპური 3. დანია 4. ისლანდია 5. ფინეთი 6. კანადა 7. ტაივანი 8. შვედეთი 9. შვეიცარია 10. დიდი ბრიტანეთი 150 9-ს მოსწონს
|