კინო კეიტ უინსლეტი მეუღლესთან ერთად კოსმოსში გაფრინდება 2012, 29 დეკემბერი, 12:23 37 წლის ჰოლივუდის მსახიობი, კეიტ უინსლეტი, მესამედ გათხოვდა. მისი მეუღლე არის 34 წლის ბიზნესმენი ნედ როკენროლი. ნედის ბიძამ, მილიარდელმა რიჩარდ ბრენსონმა, ახალ შეუღლებულებს საქორწინო საჩუქარი გაუკეთა. მათ საშუალება მისცა, რომ გაფრინდნენ კოსმოსში. ნედი მუშაობს ბრენსონის კორპორაციაში Virgin Galactic-ში, რომელიც მომავალი წლიდან გეგმავს კოსმიური ტურისტების გამგზავრებას ორბიტაზე. კეიტს და ნედს კოსმოსის ბილეთები სრულიად უფასოდ ერგოთ, ხოლო დანარჩენ კოსმოსში გაფრენის მსურველებს ეს სიამოვნება 200 ათასი დოლარი დაუჯდებათ. ამბობენ, რომ ასეთი ბილეთები შეიძინეს ცნოიბილმა სახეებმა, ეშტონ კატჩერმა და რასელ ბრენდმა. 82 5-ს მოსწონს
|