x
image
მაკუნა
Mediator image
ღატაკების ახალი წელი _რეპორტაჟი ალექსანდროვის ბაღში გაშლილი უსახლკაროთა კარვიდან

imageდედამიწას მშვიდობიანი 21 დეკემბერი გაუთენდა, აპოკალიფსიც გაურკვეველი დროით გადაიდო. შესაბამისად, საახალწლო სამზადისს შეუდგა მოსახლეობა, თუმცა გასული წლებისგან განსხვავებით დედაქალაქში წინასაახალწლო განწყობა ნამდვილად მოკრძალებულია. არც თბილისია ზედმეტად გაჩირაღდნებული და აღარც საახალწლო გრანდიოზულ შოუებს გვპირდება ძველებურად მერია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, “ჯერ არც პური გვაქვს და აღარც სანახაობა”. სამაგიეროდ არის იმედი, სანამ მასაც დაემუქრება სიკვდილი, მანამდე წინ აახალი წელია, რომელსაც მიუხედავად ასაკისა და სოციალური სტატუსისა ყველა ადამიანში აჩენს ახლის მოლოდინს.


თუ მავანი ახალ წელს მდიდრულ სუფრაზე ოცნებობს, ადამიანებისთვის რომლებიც წლებია ღამეს ქუჩებში ათენებენ ელემენტარული თავშესაფარია სანატრელი. გაყინვისაგან ადამიანების გადარჩენა ძველი ხელისუფლებისთვის უმნიშვნელო საკითხი იყო, სანამ მათზე ზრუნვას და ყურადღების მიქცევას ახალი ხელისუფალლება დაიწყებს ბუნება არ იცდის, ქალაქში ყინავს.
ამიტომ სამოქალაქო აქტივისტებმა ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვა და ხელისუფალთან მედიატორის ფუნქცია თავის თავზე აიღეს. იდეას მახარდამჭერებიც გამოუჩნდა, ორგანიზაცია “ World Vision საქართველოს” წარმომადგენელმა ნანა ბერძენიშვილმა უსახლკაროებისთვის ახალგაზრდებს ორი კარავი გადასცა.
19 დეკემბერს ალექსანდროვის ბაღში კარავი გაიშალა, ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გაჩნდა და მოქალაქეების დასახმარებლად კვლავ მოქალაქეების გაერთანება დაიწყო. პირველივე დღეს კარვის მოსანახულებლად წავედი, მინდოდა ამ კეთილ საქმეში მცირე წვლილი შემეტანა. თბილი ტასაცმელი მოვაგროვე და ქაშუეთის ეკლესიისკენ გავეშურე, ტაძრის უკან პატარა შადრევანის გვერდით პატარა, ხაკისფერი კარავია გაშლილი, ჯერ უსახლკაროები არსად ჩანან, მოხალისეე ახალგაზრდები შეშის ღუმელს დგამენ, რომელიც ერთ-ერთმა რიგითმა მოქალაქემ უყიდა კარვის მომავალ ბინადრებს. რადგან ინფორმაცია ქალაქში ჯერ მწირია და ტემპერატურა ძალიან დაბალი, ახალგაზრდების ერთი ნაწილი უსახლკაროების მოსაყვანად ქალაქის ქუჩებში გავიდნენ. დაღამებამდე კარავში პირველი სამ ბინადარიც გამოჩნდა. აქედან ორი მოხუცია, ერთ ინვალიდის ეტლში ზის თან უსინათლოა, ახალგაზრდებს მადლობას უხდის ყურადღებისთვის: ” კარავში სითბო მაინცაა, დღე ვაგზლის მეტროში ვართ და ღამით გარეთ, შვილო ცხინვალელი ვარ სასტუმრო “აფხაზეთში” ვცხოვრობდი და გამომასახლეს, არავინ მყავს მისვლა-მოსვლა მინდა ისე არავინ არაფერი მომცა, ეს ქალბატონიც ცხინვალიდანაა... ისიც ჩემსავით გარეთ დარჩა, მეხმარება არ დამტოვა და ერთად ვართ” _ მიამბობს უსინათლო მოხუცი.


სხვათაშორის ინვალიდი მოხუცი გვარად ხადურია, გაუგია რომ მისი მოგვარე მინისტრი გახდა და მეკითხება “ხო მარ იცი, სადაური ხადურია, პატარა გვარი ვართო”... საუბარში ქალბატონი ერთვება და ქუჩაში დარჩენის ისტორიას მიამბობს:


“ რამდენიმე თვეა გარეთ ვცხოვრობთ, ეს ჩვენებური კაცი იყო და ვერ მივატოვე, ერთად ვართ... წლები ვცხოვრობდი სასტუმრო “აფხაზეთში”, თან ვვაჭრობდი წლების მანძილე, ცოტა ფულიც დავაგროვე, რამდენიმე წლის წინ კარკასი იაფად ვიყიდე, როცა სასტუმროდან გაგვყარეს ეს კარკასი გავყიდე გაკეთების თავი არ მქონდა, გირით ვნახე ბინა 12 ათასად. ყველა საბუთი მაქვს გავაფორმე, მაგრამ სესხის ხელშეკრულებაა და არა იპოთეკის, რა პირობებიც უნდა გვქონოდა არ დაგვახვედრა პატრონმა, ვუთხარი ან ფული დააბრუნე არ დაგვისრულე ვანა-ტვალეტითქო, მაგრამ ახლა სახლში აღარ გვიშვებს, ეს მოხუციც თან მყავდა, ინვალიდის ეტლიანი ადამიანი გამოაგდო გარეთ.
რამდენი თვეა მპირდება, რომ გადააგირავებს და მომცემს ფულს, მაგრამ ჯერ არსად ჩანს, მე კიდევ ადვოკატის და სასამართლოში საქმის აღძვრის ფული აღარ მაქვს, პენსია საჭმელად ძლივს გვყოფნის. აგვისტოს შემდეგ მე და ეს ინვალიდი გარეთ ვართ, ჰიგიენა და ყველაფერი აღარ ვიცით რაა, იქნება დამეხმაროს ვინმე, ყველა საბუთი მაქვს და დავიბრუნო ჩემი თანხა. რა მჭირს საიმისო, რომ ახლა სამადლოდ აქ ვაფარებდე ყინვას თავს, მაგრამ გარეთ ყინვას ჯობს, ჩვენ აქციების მოწყობის და სიარულის თავიც არ გვაქვს. ვერც ვერსად შევიჭრებით, დევნილები ვართ, რაც გტგვეკუთნის არც კომპენსაცია არავინ მოგვცა და არცსაცხოვრებელი ფართი”...



... პირველი დღეა ჯერ სინათლეც არაა, ღუმელზე ვერცხლისფერი ჩაიდანი დგას, რომელიც დაჩი ცაგურიამ სახლიდან მოიტანა, ეს ჯერჯერობით ერთადერთი საოჯახო ნივთია, რომელსაც აქ დაინახავთ, კუთხეში ტასაცმელთან ერთად მხოლოდ ერთი საბანი და ლეიბია, მოქალაქეებმა მოიტანეს... მომდევნო დღეებში კარავში ნივთებიც გამრავლდა და ბინადარიც... უკვე ელექტროენერგიაცაა, ლეიბებიც და გასაშლელი საწოლებიც კი, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით, საკვები და შეშაც რიგით ადამიანებს მოაქვთ. დაჩი ცაგურია და სხვა სამოქალაქო აქტივისტები ახლა მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ ადამიანებს არ შეცივდეთ და არ მოშივდეთ... უკვე კარავში 12 მობინადრეა, ერთ-ერთი შუა ხნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ასთმა აქვს, ფეხებსაც ვერ ამოძრავებს, ცუდ პირობებში ცხოვრებამ ფაქტიურად შრომისუუნარო გახადა... ზოგიერთი მხოლოდ ღამის გასათევად შემოდის, მრავლდება ისტორიებიც... ყველას უნდა თავის ისტორია მოყვეს, უკვე მოახერხეს ერთმანეთის გასაჭირის გაზიარება, დიდი ხნის ნაცნობებივით ყვენიან ერთმანეთის თავგადასავლებს...


image


აქ ნახავთ აფხაზეთიდან დევნილ ადამიანს, რომელსაც ომის დროს საქართველოს გზაზე წამოსულს ხუთი წლის შვილი ხელში ჩააკვდა:


“მე წლებია მონასტერში ვარ, თუმცა ზოგჯერ ჩამოვდივარ ერშიც, ხშირად მუხათგვერდის სასაფლაოზე მძინებია, აფხაზეთიდან დევნილები იქ არიან, მეუღლე და ძმაც იქ დავასაფლავე, სრულიად მარტო ვარ, რომ მომენატრებიან იქ მივდივარ და მძინავს შვილო. რომ გავიგე ასეთი კეთილი საქმე წამოგიწყიათ მოვედი, მინდა ამ ადამიანების ჭირი გავიზიარო, მონასტერში წავალ ისევ მაგრამ იქაც რთულია, დილით ადრიანად უნდა ადგე ილოცო, მერე საქმე აკეთო, ფიზიკურადა ბევრი აღარ შემიძლია, რამდენიმე დღე შეიძლება აქ გავჩერდე”...


მოხუცთან საუბარი დასრულებული არ მაქვს... ჩემთან მოსასვლელად რიგი დგება, ადამიანებს სურთ მათი ისტორიები ფართო საზოგადოებამ გაიგოს. ჩია ტანის 50 წლამდე მამაკაცი თავის სატკივერს მეუბნება:


“11 წელი ვიჯექი ციხეში, რომ გამოვედი სხვა დამხვდა სახლში, სრულიად უცნობი ადამიანი, ელიაზე ვცხოვრობდი დაბადებიდან.
ჩემი სახლის ახალმა მეპატრონემ 500 დოლარი შემომთავაზა, როცა ციხიდან გამოვედი 2007 წელს, ძმა გარდაცვლილი დამხვდა, მითხრა შენმა ძმისგან ვიყიდეთ ჩვენ მინდობილობა მის სახელზე იყოო, სახლი ჩემზე იყო გაფორმებული, მინდობილობა არავისთვის დამიწერია და არ ვიცი როგორ აღმოჩნდა ამ უცხო ადამიანის ხელში. რა სამართალს ვიპოვნიდი ნაციხარი და გაუბედურებული ადამიანი, მას მერე სარდაფებში ვათენებ ავლაბარში. შარშან რომ არავის ამოუღია ხმა 10 კაცზე მეტი დაიღუპა, ერთი კაციც გაიყინა წინა დღეებში, ძალიან რომ ყინავდა. ავლაბარში იყო ქუჩაში, ვინ გაახმაურებდა, ვის აინტერესებდა ჩვვენნაირების ბედი.”


კარავის ბინადრებს ყველაზე მეტად აწუხებთ კითხვა, როდემდე იქნებიან აქ, მერე სად წავლენ, ვინმე იზრუნებს თუ არა მათზე?

სამოქაალაქო აქტივისტებს ამაზე პასუხი არ აქვთ, მაგრამ ფაქტია მათ მიერ ორგანიზებული კარავი უკვე პირველ შედეგებს იძლევა, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებიდან მოსვლა დაიწყეს ჩინოვნიკებმა. ადგილზე მოვიდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, გარდა იმისა რომ იგი მობინადრეების ჯანმრთელობით დაინტერესდა და მორიგე ექიმის გამოყოფას დაპირდა, ინვალიდებთან დაკავშირებით მოხუცებულთა თავშესაფარში გადაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა.
ჯერჯერობით ამ ადამიანებისთვის სოლიდური ფინანსური დახმარება არცერთ სამთავრობო ორგანიზაციას არ გამოუყვია, გასაშლელი საწოლების გარკვეული რაოდენობა მათ ქაშვეთის ეკლესიამ შეუძინა. ყოველდღიურ სარჩოსა და შეშაზე კი ისევ რიგითი მოქალაქეების და გულმოწყალების იმედზე არიან. ერთ-ერთი მობინადრე შემომჩივის, მაგიდა არ გვაქვს და იქნებ თხოვოთ ვინმემ მოგვიტანოსო”...


კარვის დადგმის ორგანიზატორები კი გარდა იმისა რომ თბილისელ მოსახლეობას აქტიურობისკენ და სოლიდარობისკენ მოუწოდებენ, ჰიდრომეტეოროლოგიურ პროგნოზებზე დაყრდნობით აანონსებენ, რომ 27 დეკემბრიდან კვლავ ყინვებია მოსალოდნელი . ამიტომ საკვებით, შეშით და თბილი ტასაცმლით უზრუნველყოფასთან ერთად ადამიანებს მუწოდებენ, რომ მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელებაა უპირველესი. როგორც დასახმარებლად, ასევე უსახლკაროებამდე ინფორმეციის მისატანად. სავარაუდოდ მომდევნო დღეებში ქაშვეთთან მეორე კარავიც გაიშლება და თბილისელ უსახლკაროებს, რომელთაც წლებია ზამთრის სუსხი ქუჩაში გადააქვთ წელს ახალი წლის შეხვედრა შედარებით უკეთეს, თბილ გარემოში მოუწევთ...


სამწუხაროდ მათი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება, როდემდე?


მაკა დეკანოსიძე


2
673
8-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
673
  
2013, 10 იანვარი, 22:58
ახლა ხომ ნაცისტების დრო წავიდა....ო ღმერთო! მოვიდა ჩვენი მესია, ჩვენი ბიძინა! ჰო და დაეხმარება! მე მჯერა! თქვენც ხომ გჯერათ?
2012, 28 დეკემბერი, 22:53
ფეშენებელური სახლები, რომ აქვთ ნაცისტებს და ვის სახელზე აქვთ გაფორმებული თვითონაც აღარ ახსოვთ, შეასახლონ ეს გაჭირვებული ხალხი..მადლია
0 1 2