საზოგადოება დაკავებული ჟურნალისტის მიმართვა 2012, 3 ოქტომბერი, 23:59 იმტერმედიელებო, მადლობა, რომ აქაც გავრცელდა ჩემი დაკავების ფაქტი, მაკა ვარ დეკანოსიძე, ჟურნალისტი... ვინც ვერ გაარკვია სად ვიყავი გაუჩინარებული და რა მოხდა, სათითაოდ რომ არ აგიხსნათ, 22 სექტემბერს დამაკავეს ერთ-ერთი აქციის შემდეგ, მეორე დღეს უნდა გამოვცხადებულიყავი სასამართლოში, მაგრამ არ დავემორჩილე და ამ დღეების განმავლობაში გავერიდე სიტუაციას... დღეს დავბრუნდი დედაქალაქში, სასამართლოს წინაშე არ წარდგომა არ მიმაჩნია დანაშაულად, მქონდა უფლება უნდობლობა გამომეცხადებინა, რადგამ პროცესები ყველანაირი ნორმის დარღვევით მიმდინარეობდა და რა თქმა უნდა, ჩემს საწინააღმდეგო განაჩენს გამოიტანდა მოსამართლე! უსამართლო სისტემისთვის ჯარიმის გადახდა და მითუმეტეს სასჯელის მოხდა, მაშინ როცა რეალურად უამრავი დამნაშავეა დასაჭერი მართებულად არ ჩავთვალე. ეს არის ინფორმაციული პოსტი, დეტალურად დავწერ როგორ მიმდინარეობდა დაკავების და შემდეგი პროცესი... 51 4-ს მოსწონს
|