x
image
მაკუნა
Mediator image
ქართული სილამაზის კონკურსების შავ-ბნელი მხარეები! რატომ აფრთხილებს ლალი მოროშკინა ლამაზმანების მშობლებს?!

image სილამაზის კონკურსი უხსოვარ დროში მამაკაცებმა გამოიგონეს . ყოველ შემთხვევაში მითი მსგავსი კონკურსის შესახებ ანტიკურ ეპოქიდან გხვდება, პირველ სილმაზის კონკურსში ჰერა ათენა და აფროდიტე მონაწილეობდნენ, ჟიური კი სულ ერთი მამაკაცისგან პარისისგან შედგებოდა, ტროას მეფის ვაჟმა, მთავარი პრიზი _ ვაშლი და უმშვენიერესის ტიტული აფროდიტეს მიანიჭა.

ძველ ბაბილონში სილამაზეს პირდაპირი მნიშვნელობით აფასებდნენ, კონკურსის დამთავრების შემდეგ გამარჯვებულს ანიჭებდნენ ტიტულს და გაჰყავდათ აუქციონზე, სადაც შესაბამის ფასს ადებდნენ, თუ ვინმეს მისი ცოლად შერთვა მოესურვებოდა, ფასიც უნდა გადაეხადა.
ინკვიზიციის “დიდ” პერიოდში ყველაზე ლამაზ ქალებს კოცონზეც წვავდნენ, რადგან თვალისმომჭრელი სილამაზე ეშმაკისეულად მიიჩნეოდა. ძველ ჩინეთში კი გამარჯვებულ ლამაზმანს რომელიმე ცხოველს სწირავდნენ დიდი ზარ-ზეიმით.
თანამედროვე სილამაზის კონკურსს საფუძველი 1888 წელს ბელგიის პატარა ქალაქ სპაში ჩაეყარა, რომელიც არისტოკრატებისა და სამეფო ოჯახების საყვარელი დასასვენებილი ადგილი იყო. ბელგიიდან კი საკონკურსო ციებ-ცხელება თანდათან მთელ მსოფლიოს გადაედო. განსაკუთრებული ორგანიზებული ხასიათი ამ კონკურსმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიღო. სხვათაშორის თავდაპირველად სხეულის ნაწილებს ცალ-ცალკე აფასებდნენ. ყველაზე მაღალი _15 ქულასახის ნაკვთებს ქონდა, მკერდი ფეხები და ხელები კი ათ-ათ ქულად ფასდებოდა.
სილამაზის კონკურსებს სკანდალებიც არ აკლდა, ფემინისტები და ქალთა გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრები მუდმივად ილაშქრებდნენ მსგავსი ღონისძიებების წინააღმდეგ, ყველაზე ორიგინალური პროტესტი 1968 წელს ამერიკაში მოაწყვეს, როცა ცხვარს თავზე გვირგვინი დაადგეს და საწყალი ცხოველი “მის ამერიკად” გამოაცხადეს.
სკანდალები არც ქართული სილამაზის კონკურსებისთვისაა უცხო, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსის “ მის საქართველოს” გარშემო ბოლო წლებია გაუთავებელი ხმაურია. ქვეყნის ყველაზე ლამაზი გოგოს გამოვლენა უცნაურია, მაგრამ რატომღაც ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს ორგანიზებით ხდება და არა რომელიმე სახელმწიფო სამსახურის, მაგალითად კულტუსრის სამინისტროს ეგიდით. სამოდელო სააგენტო “ იმიჯ-ცენტრი” და მისი უცვლელი ხელმძღვვანელი ია კიწმარიშვილი მუდმივად ახალ-ახალ სკანდალში ეხვევა. პირველად აჟიოტაჟი 2003 წელს ირინა ონაშვილის გამისებას მოჰყვა, როცა აღმოჩნდა რომ ის კონკურსამდე დაქორწინებული იყო. 2007 წელს კი ნინო ლიკუჩოვამ გაიმარჯვა და მალევე გაირკვა მისი განათხოვრობის და ნასამართლეობის ამბავი. როცა გადაწყდა, “მის მსოფლიოზე “ საქართველო “ვიცე-მის” ნინო ლეკვეიშვილს წარედგინა, ისიც განათხოვარი აღმოჩნდა. გასულ წელს კი როცა ახალი მისი ჟანეტ ქერდიყოშვილი გახდა და მისი ეფექტური გარეგნობაც წინა წლებისგან განსხვავებით არ იყო საკამათო, აღმოჩნდა რომ ჯანეტი რუსეთის მოქალაქეა, რაც “ მის მსოფლიოს” წესებს ეწინააღმდეგება, კონკურსის ყველა მონაწილე იმ ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს, რომელსაც წარმოადგენს, ამ აჟიოტაჟის შემდეგ ჟანეტის მეზობლები იმაზეც ალაპარაკდნენ, რომ გოგონა ერთ დროს გათხოვილიც იყო.
კონკურსის ათ წლიანი ისტორიის მანძილზე საკმაოდ მსუყე ისტორიებია, ვერაფერს იტყვი. საინტერესოა რამდენად გამკაცრებულად მოხდება წლევანდელი კონკურსანტების შერჩევა მის საქართველოსათვის, ამ კითხვით “იმიჯ-ცენტრს” მივმართე, სადაც განაცხადეს, რომ წინა წლებში არაფერი განსაკუთრებული და სკანდალური არ მომხდარა. ია კიწმარიშვილთან დაკავშირება კი შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან სამოდელო სააგენტოში მუდმივად პასუხობენ რომ ქალბატონი ია უცხოეთშია.
ეს პირველი შემთხვევა არაა როდესაც “მის საქართველოს” ორგანიზატორი მედიასთან ურთიერთობას გაურბის, იმედის თოქ-შოუში ბრალდებას, რომ მას არ აქვს ამ კონკურსის ჩატარების ლიცენზია, მან ასევე დუმილით უპასუუხა. მეტიც გადამღები ჯგუფი სააგენტოში საერთოდ არ შეუშვეს.
სხვათაშორის სილამაზის ბიზნესი დღესდღეობით ერთ-ერთი სარფიანი ბიზნესია. მითუმეტეს თუ საკუთარი სააგენტოს მოდელს გაამისებ, ან “გაყიდი”. ნუკი კოშკელისვილის მაგალითიც გამოდგება ამისათვის. იმედმა მასში იმიჯ-ცენტრს 5000 ლარი გადაუხადა, თუმცა ეს ლეეგალური მხარეა. მაგრამ მსგავს ბიზნესს როგორც წესი, უამრავი შავ-ბნელი მხარე გააჩნია.
რაღა დასამალია და ბოლო წლებში მისის ან ვიცე- მისის ტიტული სარფიანად გათხოვების წინაპირობადაც იქცა, ამიტომ ქართველი გოგონები შანს ხელიდან არ უშვებენ, მაგრამ ყველას როდი უმართლებს. ხშირად კონურსების შემდეგ ლამაზმანებზე ნამდვილი ნადირობა იწყება, რასაც სავალაო შედეგები მოჰყვება. სილამზის ბიზნესის ბნელ მხარეზე ლალი მოროშკინა დაუფარავად საუბრობს :
“სილამაზე სულაც არაა ქველმოქმედება და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სარფიანი ბიზნესია. სხვადასხვა პროექტებში თუ ჩნდებიან კონკურსის მონაწილეები და ამაში რეკლამის თუ ტელევიზიის მესვეურები ფულს იხდიან ეს მისასალმებელია, მაგრამ სამართლებრივად დაცულები უნდა იყვნენ ეს გოგონები, რაც საკმაოდ პრობლემატური საკითხია ჩვენს რეალობაში.
ჩემს წიგნში “ უსექსობა პატარა ქალაქში” გაშიფრულია სუტინიორული სქემა, სადაც სუტინიორებს ამ ბიზნესში ჩაბმული ჰყავთ სწორედ მისები, ვიცემისები და ა.შ. სრულად მაქვს ეს სტატისტიკა, ეს რა თქმა უნდა არ ეხება ყველას, მაგრამ ეხება უმრავლესობას . ამიტომ წიგნში ვამხილე უამრავი ვითომ დიზაინერი, სიმამდვილეში სუტინიორები, რომლებიც ვაჭრობენ ამ გოგონებით. დიახ ეს პრობლემა არის, დიახ დღეს სილამაზე ჩვენ ქვეყანაში არაა დაცული. ლამაზი ფეხები და ლამაზი გარეგნობა, როგორც ირემი რქებმა დაღუპაო. ხშირად მართლაც ასეა. ეს გოგოები თავის თავისგანაც უნდა დავიცვათ, მატერიალური ინტერესის გამო ყველაფერზე მიდიან, სათანადო კეთილდღეობას პროფესიისგან ვერ იღებენ და აქტიურად ებმებიან პროსტიტუციაში. მე ვიცი რამოდენიმე სუტინიორი, რომელთაც სიაში პირველ სამეულსა და ოთხეულში შეყვანილი ჰყავთ სწორედ მისები და ვიცე მისები. მისები პრესტიჯულები არიან დღევანდელი პირველი პირებისთვის, თუ ღმერთმა გადმოხედა რომელიღაცას და დღეს ქორწინებაში იმყოფება, ეს არ ნიშნავს რომ ყველას უმართლებს, მე ასევე ვიცი დაღუპილი მეორე და მესამე ადგილზე გასული გოგონები. პირველ რიგში ფხიზლად უნდა იყვნენ ლამაზმანების მშობლები. საერთოდ არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ამბობენ ხოლმე ჩაითრიაო, თუ არ უნდა ვერავინ ვერავის ვერ ჩაითრევს. პატარა ასაკის შვილს მთელი ღამეები რომ გაუშვებ, მერე არ უნდა გაგიკვირდეს და სხვას არ უნდა დააბრალო. განსაკუთრებულად დიდია პასუხისმგებლობა სამართლებრივადაც და მორალურადაც იმ თანამდებობის პირების, რომლებიც ზუსტად ვიცი რომ არიან აქტიური მომხმარებლები რასაც ქვია ასე ვთქვად პოდიუმის, სილამაზის კონკურსებზე გასული გოგოების. ეს თემა საქართველოში ძალიან აქტუალურია და მემგონი არავინ შემეწინააღმდეგება ამაში. როცა შვილს უშვებს მშობელი რომელიმე სილამაზის კონკურზე, არ უნდა ნერვიულობდეს ჩასაფრებული არ იყოს რომელიმე გუბერნატორი, გამგებელი ან მინისტრი და ეს ბავშვი არ აღმოჩნდეს რთულ ვითარებაში. უკვე სარისკო გახდა სილამაზის კონკურსებზე გასვლა. დაშინებიდან დაწყებული, ოჯახის შეურაწყოფამდე დამთავრებული ყველაფერს აკეთებენ თანამდებობის პირები სასურველი გოგოს ხელში ჩასაგდებად.
რაც შეეხება მუდმივ სკანდალებს “მის საქართველოს” ირგვლივ. სულაც არაა გასაკვირი საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენაა, ლამაზ გოგონას აუცილებლად ძალიან ადრეულ ასაკში უჩნდება თაყვანისმცემელი და ადრე თხოვდება. მე მესმის იმ გოგოების რომლებიც 16-17 წლის ასაკში გათხოვდნენ, მაგრამ 20-21 წლის ასაკში გადაწყვიტეს სილამაზის კონკურსში მონაწილეობა და ძალაუნებურად მალავენ გათხოვების ფაქტს. ამიტომ ფაქტიურად ჩვენი ყველა ტოპ-მოდელი გახვეულია მსგავს სკანდალში. ევროპისთვის და ამერიკისთვის ეს ცოტა უცნაური მომენტია, იქ ამ ასაკში არ თხოვდებიან. უპრიანი იქნება ამ კონკურსების მესვეურები წესებში ცვლილებაზე დაფიქრებულიყვნენ. 15 წლის გავთხოვდი და იქიდან გამომდინარე ვიცი რომ კავკასიური ქვეყნებისთვის ნება დართული იყო 16 წლის ასაკში ქორწინება, კავკასიელი და აზიელი ქალები მომწიფებიტაც უფრო ადრე მწიფდებიან, ვიდრე ჩრდილო ქვეყნებში. ამიტომ იქნებ ეს სტატუსი მოვარგოთ, რომ ადათია-წესია ჩვენში ადრეული ქორწინება და დაუშვან გამონაკლისი. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება დაშვებული, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რომ იყო ქორწინებაში, მაგრამ ამჟამად აღარ არის. გამოვა სტატუსის აღიარება და აღარ იქნება სკანდალი. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს საქართველოში ნახო 19-20 წლის ძალიან ლამაზი გოგო, რომელსაც არანაირი შავი წერტილი არ აქვს ბიოგრაფიაში და არ ყოფილა გათხოვილი ძალიან იშვიათია.


მოამზადა მაკა დეკანოსიძემ

გაზეთი "ქართული სიტყვა"


6
3673
13-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
3673
  
2012, 10 ივლისი, 0:25
მადლობა
2012, 8 ივლისი, 13:46
საინტერესო სტატიაა
2012, 7 ივლისი, 12:23
მშვენიერი სტატიაა
მაგრამ 15 წლის ასაკში გათხოვება, რა გეჩქარებოდა :(
2012, 6 ივლისი, 1:28
მადლობა
2012, 5 ივლისი, 18:08
ძალიან საინტერესო იყო.....
2012, 5 ივლისი, 11:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6