თავის მოვლა 8 ნამდვილი წესი, როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე 2012, 27 დეკემბერი, 22:12 როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე? თუ ვინმეს 120 წლამდე ან მეტი უცოცხლია, ეს ფანტასტიკური გამართლებაა, ხოლო 90-100 წლამდე - ნამდვილად რეალურია ერთი პირობით, თუ ქვემოთ მოყვანილ, ერთი შეხედვით უმარტივეს წესებს გაითვალისწინებთ, რომლებიც მედიკოსებმა შეიმუშავეს. 1. ებრძოლეთ თავის ტკივილს! თავის ტკივილის გამუდმებით ანალგინით გაყუჩება დაუშვებელია. საჭიროა გაერკვიოთ მიზეზებში და დაიწყოთ მკურნალობა. თავი უმიზეზოდ არ აგტკივდებათ. ამის მიზეზი ხშირად ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის) სიმპტომებია, რაც წლების განმავლობაში ადამიანს ჯანმრთელობას უფუჭებს. ბოლოს კი ინსულტით ან ინფარქტით მთავრდება. 2. გადააგდეთ სიგარეტი! რადგან ფილტვების კიბო, ბრონქიტი ან ტრაქეა არ შეგეყარათ, ნუ დაიმშვიდებთ თავს იმით, რომ რბილ სიგარეტს ეწევით. ამ დაავადებების საშიშროება ნებისმიერ მწეველს ემუქრება. სხვათა შორის მიოკარდის ინფარქტიც მოწევის შედეგად ემართებათ. 3. იკვებეთ მკაცრი რეჟიმით! არ ჭამოთ ზედმეტად, განსაკუთრებით კი ღამით, რათა არ გასუქდეთ. რაც მეტია სხეულის მასა, მით მეტია შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკი. ტკბილი - მინიმუმამდე შეამცირეთ. თუმცა უცებ და ერთბაშად ნუ შეწყვეტთ მის მიღებას. ეს ორგანიზმისთვის შეიძლება მძიმე შედეგით დამთავრდეს. ენერგიის უკმარისობის გამო ფიქრის და აზროვნების უნარი დაქვეითდება და მალე დაიღლებით. უარი თქვით მარილიან საკვებზეც. შეცვალეთ იგი ლიმონის წვენით, ძმრით, ნივრით... თუ სრულიად ჯანმრთელი ხართ, ყველაფერი მიირთვით. აუცილებელია თევზი, ხორცი, მწვანილი... ერიდეთ ცხიმიან საკვებს. 4. გაიძლიერეთ იმუნიტეტი! მხოლოდ არა იმუნოსტიმულატორებით, არამედ ვარჯიშით. ხშირად მიიღეთ კონტრასტული შხაპი, აგრეთვე რძის პროდუქტები. ეს ყველაფერი აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას. 5. მეტი იმოძრავეთ! ფიზიკური ვარჯიშები ღრმა სიბერემდე უნდა აკეთოთ. უმოძრაობა ორგანიზმის მოშლას უწყობს ხელს. თუ ყოველდღიურად ვარჯიშს ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ გამოსასვლელ დღეებში ივარჯიშოთ. იარეთ ფეხით, ისეირნეთ დღეში 2-3 საათი. 40 წუთი ჯდომის შემდეგ ვენების თრომბოზი ვითარდება! ამიტომ თუ დიდხანს გიწევთ ჯდომა, ამოძრავეთ ფეხები. 6. იმუშავეთ სიბერემდე! ადამიანების უმრავლესობა პენსიაზე გასვლის პირველივე წლიდან ავადდება, რადგან ცხოვრების ჩვეული წესი ერღვევათ. ამიტომ თუ სამსახურის დატოვება გიწევთ, წინასწარ მოიფიქრეთ საქმე, რომლითაც აუცილებლად უნდა დაკავდეთ. 7. ერიდეთ ტრავმებს და ალკოჰოლს! ტრავმები და მოწამვლა ყველაზე ხშირად ალკოჰოლის მიზეზით ხდება. თუ მაინცდამაინც დალევა გსურთ, ნატურალური ღვინო მიირთვით. მით უმეტეს, რომ მცირე დოზებით იგი სასარგებლოც კია. 8. მოერიდეთ დეპრესიას! დეპრესია - საშინელი სენია. იგი ორგანიზმში საშიშ დაავადებებს წარმოშობს. ამიტომ მიიღეთ დამაწყნარებელი საშუალებები და ყველაფრის მიუხედავად, გაერთეთ! თუ დეპრესიას თავად ვერ უმკლავდებით, მიაკითხეთ ნევროპათოლოგს. სხვათა შორის, სტატისტიკის მიხედვით, 100 წლამდე სიცოცხლის შანსი იმ ქალებს უფრო მეტი აქვთ, ვინც პირველად 40 წლის მერე იმშობიარეს. როგორც ჩანს, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მშობიარობამდე ორგანიზმში დაბერების პროცესი გაცილებით ნელა მიმდინარეობს. 269 6-ს მოსწონს
|