x
image
ტორნადო07
გამოთვალეთ რამდენი წელი იცოცხლებთ
მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა მის ჩვევებზეა დამოკიდებული. მათ შექმნეს სპეციალური "კალკულატორი", რომლის საშუალებითაც შეიძლება გამოვთვალოთ საშუალოდ რამდენ წელს იცოცხლებს ადამიანი. გამოთვებისას ამოსავალ წერტილად აიღეთ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ქალებში 72 წელი, მამაკაცებში 62 წელი.

ყოველ კითხვასთან მოყვანილის შესაბამისი შედეგი დადებითი პასუხის შემთხვევაში, თუ პასუხი უარყოფითია მოიქეცით პირიქით. მაგალითად: თუ თქვენ კითხვას უპასუხეთ დადებითად და კითხვასთან წერია (-2 წელი), მაშინ საშუალო ასაკს დააკელით 2 წელი, თუ კითხვას უარყოფითად უპასუხეთ მაშინ დაამატეთ ორი წელი.image

დავიწყოთ:


1)თქვენ ეწევით ან ღეჭავთ თამბაქოს? ან მუდამ ისეთ ადგილებში ხართ სადაც ეწევიან? (დიახ -2 წელი).



2)კვირის განმავლობაში ორ სოსისზე, შემწვარ პონჩიკზე ან შებოლილ ძეხვზე მეტს ჭამთ? (დიახ -0, 6 წელი).


3)თქვენ წვავთ თევზს, ხორცს, ქათამს თითქმის სიშავემდე? (დიახ -0, 4 წელი).


4)ცდილობთ არ მიიღოთ ზეითუნის ზეთი, ცხიმიანი არაჟანი, შოკოლადი ან შემწვარი? (დიახ +2 წელი).


5)ცდილობთ ნაკლები ხორცი ჭამოთ და უპირატესობას ბოსტნეულს ანიჭებთ? (დიახ +1, 8 წელი).


6)დღის განმავლობაში სვამთ 0.33 მილილიტრიან ორ ბოთლ ლუდზე, ან 300 გრამ ღვინოზე, ან 100 გრამ არაყზე მეტს? (დიახ -1.2 წელი).


7)ზემოთ ჩამოთვლილ სასმელების რაოდენობაზე მეტს არ სვამთ? (დიახ +0.6 წელი).


8)ცხოვრობთ დაბინძურებულ ატმოსფეროში? (დიახ -1 წელი).


9)დღის განმავლობაში 450 გრამზე მეტ ძლიერ ყავას სვამთ? (დიახ -0.6 წელი).


10)თქვენ იღებთ ასპირინს? (დიახ +0.8 წელი).


11)თქვენ კბილებს ყოველ დღე სპეციალური ძაფით იწმენდთ? (დიახ +1.2 წელი).


12)ტუალეტში 2 დღეში 1 ჯერზე უფრო იშვიათად გადიხართ? (დიახ -0.8 წელი).


13)ხშირად ირუჯებით? (დიახ -1.4 წელი).


14)თქვენ კავდებით სარისკო სექსუალური კონტაქტებით, ან ნარკოტიკებით ერთობით? (დიახ -1.6 წელი).


15)თქვენს სახლში რადონის მაღალი დონეა? (დიახ -1.4 წელი). სპეციალურად თქვენთვის მოვიძიე ინფორმაცია რა არის რადონი. ეს არის ბუნებრივი აირი კარცენოგენური თვისებებით, რომელსაც ზოგიერტი მთის ქანი გამოყოფს, მაგალითად გრანიტი. აზრზე არა ვარ როგორ უნდა გაზომო რადონის დონე.


16)თქვენი წონა ნორმალურია (დიახ +1.8 წელი).


17)თქვენ გყავთ ცოლი/ქმარი (დიახ +1.8 წელი).


18)თქვენ გაქვთ უნარი ებრძოლოთ სტრესს (დიახ +1.4 წელი).


19)თქვენს ნათესავებს აქვთ დიაბეტი (დიახ -0.8 წელი).


20)თქვენი მშობლებიდან რომელიმე 75 წლამდე გარდაიცვალა ავადმყოფობით? (დიახ -2 წელი).


21)თქვენმა ოჯახის წევრმა მიაღწია 90 წელს? (დიახ +4.8 წელი).


22)თქვენ არ ხართ დაკავებული სპორტით? (დიახ -1.4 წელი).


23)თქვენ იღებთ E ვიტამინს? (დიახ +1, 6 წელი).

1
96
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
96
  
2012, 30 დეკემბერი, 11:03
გამოვთვალე :))
0 1 1