x
image
მაკუნა
Mediator image
ირაკლი ღლონტი "ქართულ ფულზე" უარს ამბობს
imageგარდამავალ პოლიტიკურ პერიოდში განსაკუთრებულად გააქტიურდა სამოქალაქო სექტორი, პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა და კეთილგანწყობილმა დამოკიდებულებამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართით სამოქალაქო აქტივს კიდევ უფრო დიდი ბიძგი და სტიმული მისცა გააქტიურებისათვის. გარდა უკვე ცნობილი და გავლნიანი NGO-ებისა თანდათან ჩნდებიან ახალი ორგანიზაციები. “ქართული სიტყვა” სამოქალაქო სექტორის მიმზიდველობის ნიუანსებზე, სწორედ ახლადშექმნილი “საზოგადოებრივი ინიციატივების ცენტრის” თავმჯდომარეს ირაკლი ღლონტს ესაუბრა:


image

_ ირაკლი, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება კიდევ უფრო მობილიზებული, მიმზიდველი გახდა, შენ რატომ გადაწყვიტე ამ კუთხით აქტივობა, თვლი, რომ მთავრობა და პრემიერი ითვალისწინებს რეალურად სამოქალაქო სექტორის აზრს?


– პირველ რიგში გეტყვით, რომ სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე ყოველთვის ვფიქრობ, რომ ისე ვაკეთო და ისე ვიცხოვრო, რომ მეორე დღეს არ შემრცხვეს ქუჩაში გასვლის. დღეს კი ვთვლი, რომ ყველაზე ღირსეული ადგილი ჩემი შრომითი საქმიანობის გასაგრძელებლად არის სამოქალაქო სექტორში, რომელიც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მოიაზრება დემოკრატიის არსებობის ერთ-ერთ არსებით მახასიათებლად.
მივესალმები იმას, რომ ხალხის მიერ ახლადარჩეული მთავრობა და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრი დაინტერესებულია სამოქალაქო სექტორის განვითარებით.
ამ კონტექსტში არ შემიძლია არ გავიხსენო სამოქალაქო პროტესტი, რომელიც მოჰყვა ბატონი იური მეჩითოვისა და ხათუნა ხუნდაძის თანამდებობაზე დანიშვნას. უამრავი რიგითი მოქალაქე იზიარებდა ჩვენს აზრს. სასიხარულოა, რომ შედეგს მივაღწიეთ და ხელისუფლების მიერ გაზიარებულ იქნა სამართლიანი პროტესტი. აქ ჩანს ზავობა, რომ ხელისუფლებამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოუსმინა სამოქალაქო სექტორს, მაგრამ ეს ხელისუფლების განხორციელების საწყის ეტაპზე მოხდა და მსგავსი დამოკიდებულება უნდა გაგრძელდეს. მოქალაქეების ინიციატივები არ უნდა იყოს იგნორირებული, ერთად ვნახოთ პრაქტიკულად როგორ მოხდება ხვალ სამოქალაქო სექტორიდან წამოსული ინიციატივების განხორციელება ხელისუფალის მიერ.


– ირაკლი გარდა იმისა, რომ წინა ხელისუფლება არ უსმენდა მოქალაქეების ინიციატივებს, ხშირად სამოქალაქო სექტორი იყო მართული პოლიტიკური პარტიების მიერ, ახალ პოლიტიკურ ვითარებაში ამისგან დაზღვეული ვართ?



– ახლა უფრო ღრმად ვეცნობი ამ სექტორს და სამწუხაროდ, თითეული არასამთავრობოს უკან ხშირ შემთხვევაში კონკრეტული პოლიტიკური ძალის ან პიროვნების ინტერესები იკვეთება, ეს იყო წარსულში და იქნება მომავალშიც. მეტსაც გეტყვით, ჩემი აზრით ახლა სიტუაცია წინასწარმეტყველებადია და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო ბევრი ადამიანი დაიწყებს სამოქალაქო სექტორიდან გარკვეული პარტიების ლობირებას. ეს, რა თქმა უნდა, შეფარვით, თუმცა აუცილებლად ჩაიდება ფული სამოქალაქო სექტორში პოლიტიკური ძალებიდან. მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, “საზოგადოებრივი ინიციატივების ცენტრი”, ორგანიზაცია, რომელიც ჩემს სახელს უკავშირდება, “ქართულ ფულზე’’ უარს აცხადებს, იქნება ეს “ქართული ოცნებიდან” თუ “ნაციონალური მოძრაობიდან” ირიბად წამოსული დაფინანსება.
ჩემი აზრით თუ ადამიანი დაინტერესებულია კონკრეტული პარტიის საქმიანობით ან იდეოლოგიით, ჯობია მან თავისი რესურსი და დამოკიდებულება იქ გამოავლინოს და არ შეირცხვინოს თავი და არ გახდეს რომელიმე ძალის მარიონეტი. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ადვილად აღსაქმელი და მარტივად იდენტიფიცირებადია სხვადასხვა ჯგუფების ქცევა. გეთანხმებით, რომ ამ კატეგორიის ინდივიდებს არ ექნებათ ფართო საზოგადოების ნდობა. პოლიტიკური პარტიისათვის მიმზიდველი და საინტერესოა მის მართვაში არსებული “სამოქალაქო ინსტიტუტების’’ საქმიანობა, ამიტომაც არ გამოვრიცხავ რომ დღეს, ხვალ და ზეგ მოსახლეობის წინაშე სხვდასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით წარსდგენენ ახალი სახეები ვითომ სამოქალაქო იდეოლოგიისა და ინიციატივების განმხორციელებელ ძალად. მე არ ვისურვებდი მსგავს სიტუაციაში, რომელიმე ჩემი მეგობარის ნახვას.


– ირაკლი, სხვათაშორის არასამთავრობო სექტორში შენს გამოჩენას აქტივობას, მოჰყვა კომპრომატად “ნაციონალური” წარსულის გახსენება, მითხარი რატომ უნდა დავიჯეროთ შენი ობიექტურობა, ხომ შეიძლება შენს უკან დღესაც იდგეს ეს პოლიტიკური ძალა?


“იყავი ნებისმიერ მხარეს, რომელიც სიმართლის მხარესაა. იყავი მის მხარეს მანამ, სანამ სიმართლის მხარეს არის, მაგრამ როდესაც შეცდება, გაეყარე’’ ეს აბრაამ ლინკოლნის სიტყვებია და ჩემიც. პროფესიით ვარ იურისტი, რომელმაც უნივერსიტეტის მიერ გაწული რეკომენდაციის საფუძველზე, პრაქტიკებიდან დავიწყე შრომითი საქმიანობა. პირველად დავინიშნე ქალაქის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში იურისტად, სხვადასხვა საჯარო სამსახურში ვმუშაობდი, ბოლოს ეკონომიკის სამინისტროში. ჩემი შრომით მოვდივარ, ანუ უხეშად მარკეტინგულად რომ ვთქვათ “ჩემს ინტელექტუალურ პროდუქტს” ვყიდი.
რაც შეეხება ჩემ პარტიულ აქტივობას, ეს იყო 2006-2010 წლებში, გარკვეული პერიოდი ვიყავი “ნაციონალური მოძრაობის” ჩუღურეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეც. მაშინ იქ ჩემი მეგობრები ტრიალებდნენ, აკეთებდენენ საქმეს. სხვათაშორის ბევრი მეგობარი, რომლებიც ახალ ხელისუფლებაშიც მრავლად არიან სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე. მე არ ვქმნიდი პოლიტიკურ ამინდს ამ პარტიაში. პარტიული აქტივობის თუ საჯარო სამსახურში მუშაობისას ვერ დამაბრალებენ, რომ ქრთამი ავიღე, ანგარებით გავუკეთე რამე ვინმეს ან მოქალაქეებს ფეხი-ფეხზე გადადებული ვხვდებოდი კაბინეტში თუ დერეფანში. Mმე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მოქალაქის და საჯარო მოხელის ინსტიტუტთან და ხშირად “ვისჯებოდი’’ და მოქალაქეეთან ურთიერთობებს მავალებდნენ ხელმძღვანელები, როცა შემეძლო უფრო კომფორტულად და თბილ ოთახში მემუშავა.
იყო პარტიის ხედვები, რომელსაც ვიზიარებდი. სადაც ნატოში გაწევრიანებაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცაზეა საუბარი და იყო სწრაფვა მივესალმებოდი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ მივესალმებოდი იმას რაც ხდებოდა ციხეებში, ეს იყო და იქნება მიუღებელი ჩემთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში, როგორც იურისტისათვის, როგორც მოქალაქისათვის, მამაკაცისთვის. ჩემთვის უზენაესია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ეს არა მხოლოდ ტრანსფარანტულად ან თეორიულად, არამედ უფრო მეტად პრაქტიკულად. ეს არის ძალიან ფართო ცნება, რომელსაც სჭირდება აღიარება, დაცვა და განმტკიცება.
რაც შეეხება ობიექტურობას და იმას თუ რატომ მგონია, რომ ვიქნები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი: ქვეყანაში დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, იქედან გამომდინარე რომ მე არ მინდა რომელიმე პარტიასთან გაიგივება, მაქვს კრიტიკული დამოკიდებულება ორივე ძალის მიმართ, კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, მე არ გავხდები პოზიციის ან ოპოზიციის ტაშისდამკვრელი, შავზე თეთრის მთქმელი და პირიქი. სწორედ ამიტომ ვიქნები მართალი კაცი სამოქალაქო სექტორიდან, რომელიც იბრძოლებს ამ ადგილიდან ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მეტსაც გეტყვით, თუ მე ვერ შევძელი რომელიმე უცხოური გრანტის მოპოვება, ჩემს სამოქალაქო აქტივობას ეს ხელს ვერ შეუშლის, რადგან ოჯახის რჩენას საადვოკატო საქმიანობით ვაპირებ. რაც შეეხება ორგანიზაციული საკითხებისთვის ოფისს, ჯერჯერობით მეგობრის კომპანიის ოფისით ვსარგებლობ. სხვათაშორის როცა ვიყავი საჯარო მოხელე მაშინაც ძალიან მხობლავდა სამოქალაქო სექტორი, მაგრამ მაშინაც და ახლაც ვთვლი, რომ თითქმის შეუძლებელია საქართველოში იყო საჯარო მოხელე და ძალიან აქტიური, ბოლომდე თავისუფალი იყო სამოქალაქო სექტორში. თუმცა მივესალმები ასეთ დემოკრატიას და ვიბრძოლებ სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი საჯარო მოხელე იყოს საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქე.


როგორც ვიცი, ეკონომიკის სამინისტრო, სადაც საკმაოდ კარგ თანამდებობაზე მუშაობდი, არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე დატოვე, რა გახდა ამის მიზეზი?


– ნამდვილად არ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ გეტყვით, რომ ეს არ იყო არჩევნებთან და პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში. ახალი გადასული ვიყავი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად. სამინისტროდან წამოვედი იმის, გამო, რომ ვერ შევეგუებოდი ისეთ გარემოში ყოფნას, სადაც სქესობრივი უმცირესობების მიმართ ჩემს მიერ გამოთქმული კანონიერი მოსაზრების გამო მე ვიქნებოდი მიუღებელი თანამდებობაზე. ნამდვილად არ მჭირდებოდა ასეთი თანამდებობა, მინდა ჩემი შვილი გავზარდო ღირსეულ ქართველად, არ მისაუბრია ამ ელექტორატზე, რომ უნდა ჩავქოლოთ, ან დავუშალოთ საქართველოში არსებობა, მაგრამ გეი აღლუმის დღეს ერთსქესიანი “წყვილის” ფოტო, რომელიც რუსთაველზე “ზასაობდა” დავაკომენტარე სოციალურ ქსელში შემდეგი სიტყვებით: “როგორც იურისტი ვაღიარებ მათ კონსტიტუციურ უფლებებს, მაგრამ როგორც მოქალაქისთვის, მიუღებელია შუა რუსთაველზე, რომელიც ჩემთვის მხოლოდ მოასფალტებული სავალი გზა არაა, რომელიც ჩემი ქვეყნის ისტორიის მატარებელია, სადაც სისხლი და ცრემლია დაღვრილი, სქესობრივი აქტივობები გამოვლინდეს” - ამის გამო მოვინათლე ჰომოფობად. თუმცა ეს იყო ჩემი, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველის დამოკიდებულება, რომელსაც აქვს უფლება არ მოსწონდეს ქუჩაში მსგავსი სცენების დანახვა. ამიტომ ვერ მივიღებდი შენიშვნას ნებისმიერი თანამდებობის პირის მხრიდან და ნებისმიერ თანამდებობაზე ვიტყოდი უარს, არ წავიდოდი კაცობასთან კომპრომისზე. წამოვედი სამინისტროდან, მაგრამ არც ერთი პარტიის მაისურით არ მირბენია. მე მირჩევნია ობიექტური შეფასების უნარი არ დავკარგო.


– შეფასებები და კრიტიკა კარგია, მაგრამ კიდევ რა მიმართულებით აპირებ მუშაობას, ანუ ორგანიზაციის სახელწოდებიდან გამომდინარე რიგითი მოქალაქეების ინიციატივების გამოყენებას როგორ აპირებ?


– ვეცდები მოქმედი კანონმდებლობისა და მორალური ნორმების გათვალისწინებით მაქსიმალურად მოვახდინო სამოქალაქო სექტორისათვის მინიჭებული უფლებამოსილების პრაქტიკული რეალიზება და ეს იქნება წმინდა სამოქალაქო ინიციატივები. მაქვს გეგმა, რომ დავაფუძნო ომბუდსმენების ინსტიტუტი, რომლებიც სახალხო დამცველთან ერთად იმუშავებენ კონკრეტული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად. სახალხო დამცველს უკვე გავუგზავნე წერილი, სადაც ვულოცავ დაკავებულ თანამდებობას და ორგანიზაციის სახელით ვუცხადებ ნდობას და მხარდაჭერას იმ საქმიანობის განხორციელების ნაწილში, რასაც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სახელმწიფოებრივი გარანტიების უზრუნველმყოფი ღონისძიებების გატარება ქვია. ვისაუბრებ ბევრ პრობლემაზე, მათ შორის მომხმარებელთა უფლებებზე და მათ დაუცველობაზე.
ყოველთვის მივესალმები იმას, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ანტიმონოპოლიური საქმიანობა და ეს გამოვხატე ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, ყოველთვის მზად ვარ მხარი დავუჭირო მთავრობის პოზიციას, რომელიც შეურიგებელი იქნება ბიზნესის ზეწოლაზე, კორუმპირებულ-კლანური სისტემის წარმოშობაზე. მაგრამ ვერ ვეგუები იმას, რომ აფხაზეთმა და სამაჩაბლომ თავად უნდა გადაწყვიტოს საით წავლენ რუსეთისკენ თუ საქართველოსაკენ, ვიდრე ამდენი იძულებით გადაადგილებული პირი მეგულება ჩემს ქვეყანაში, ვერ შევურიგდები გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც 100 ლარის გადახდევინების სანაცვლოდ რეალურ სასჯელს ასცდება ქვისმსროლელი და ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მაგინებელი აქტივისტი, ვერ შევეგუები თუ ახალ წელს ჩემი ბევრი მეგობარი და ახლობელი პედაგოგი უხელფასოდ შეხვდება, ვერ ვიმეგობრებ იმ პოლიტიკოსთან, რომელსაც აწუხებს კითხვა: რატომ ნატო?
გუნავას საქმესთან დაკავშირებით გამოვხატე ძალიან ღია უკმაყოფილება, როგორც იურისტმა და როგორც მოქალაქემ. ამ ადამიანს არ ვიცნობ, არ ვამბობ რომ არაა დამნაშავე, ეს ჩემი კომპტენცია არაა და არც იმას ვამტკიცებ ბრმად, რომ იგი დამნაშავეა ეს გამოძიების პრეროგატივაა და მათი ძალისხმევით უნდა დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. მის მრავალჯერად დაკავებებზე არ ამომიღია ხმა, მაგრამ როდესაც დღეს შსს-ოს 5 თანამშრომელი ბედავს არჩევნებიდან 2 თვეში ნარკოტიკი ჩაუდოს ადამიანს, ამას ვეღარ შევეგუები ვერასდროს. თან როცა პირველი პოლიციელი, ანუ მინისტრი ბრძანებს, რომ მოხდა კანონდარღვევა და ჩაუდეს ნარკოტიკი, ამის გამო კი მხოლოდ დაითხოვეს 5 კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი სამსახურიდან, ეს არ არის ჩემთვის დამაკმაყოფილებელი. ეს ქმედება არის წმინდა წყლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და მხოლოდ და მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობის გატარება დაუშვებლად და თვითონ კანონდარღვევად მიმაჩნია. ამ ფაქტის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა უფრო მაღალ დონეზეა აუცილებელი და ძალიან გამიხრდა რომ დღეს იგივე ინიციატივა გავიგე, რომ გააჩნია სახალხო დამცველს. მე ამ კონკრეტულ ფაქტზე მაქვს შეურიგებელი პოზიცია, თორემ გუნავას ადვოკატად ნურავინ გამომიყვანს.


– ირაკლი გულწრფელად თქვი, “ნაციონალური ჩადებების” დროსაც ასე ნეგატიურად გამოხატავდი პოზიციას?


– ყოველთვის მსგავს ფაქტზე მქონდა ნეგატიური რეაქცია, რა თქმა უნდა, მე არავინ გამაგებინებდა ვის რას უდებდნენ არც იმ დროს როცა ეს განსაკუთრებულად მოდაში იყო და ჯეროვან ოპერატიულ საქმიანობად ითვლებოდა. სადაც შემეძლო ყოველთვის ვცდილობდი დამეფიქსირებია ჩემი სამართლიანი მოსაზრება, სადაც შემეძლო მივსულვარ და მითქვამს, რომ პატივცემულო თქვენ ცდებით. მე არ მქონია ახალაიებთან შეხება, რომ მასთან შევსულიყავი და რამე მერჩია. ხშირად უხერხულ სიტუაციებშიც ავღმოჩენილვარ ამის გამო, თუმცა ვაღიარებ გასაპროტესტებლად აქციაზე არ გამოვსულვარ, რადგან ვიყავი საჯარო მოხელე. კიდევ ერთხელ ვამბობ საჯარო მოხელის ნაკლებად მოქალაქეობრივი ქცევა არის სისტემური პრობლემა, რაც უნდა შევცვალოთ თავად საზოგადოებამ და ეს არის ჩემი ერთ-ერთი მიზანი. ერთი რაც აქამდე შევძელი ისაა, რომ ჩემი ორგანიზაციის გუნდის შემადგენლობა მრავალპარტიულია, სადაც არიან “ნაციონალური მოძრაობის”, ”ქართული ოცნების” და “ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობის აქტიური წარმომადგენლები, მაგრამ ისინი პოლიტიკურ სიმპატიებს ტოვებენ იმ კარის მიღმა, რომლითაც ჩვენ ოფისში შევდივართ.


მაკა დეკანოსიძე
გაზეთი "ქართული სიტყვა"







12
860
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
860
  
2013, 5 ივლისი, 22:11
ირაკლისნაირი ახალგაზრდები უმრავლოს ღმერთმა საქართველოს .... მე ამ ადამიანს შევაფასებ ზრდილობის მეგობრობის ერთგულების ვაშკაცობის ეტალონად ..... კაცი რომელსაც არაფერი არ აქვს უარყოფითი და ესეთი თვისებები გააჩნია ვფიქრობ რომ ნამდვილად იმსახურებს ქებას და ყურადღებას (ესაა ჩემი კომენტარი) გენაცვალე შენ ირაკლიკაი კაცი ხარ და ღმერთი დაგიფარავს ყველგან და ყოველთვის ...
2013, 11 მაისი, 16:05
ნინნაკა ძალიან მინდა ვიცოდე ვინ ხარ :) იქნებ ფბ-ზე შემეხმიანო.
2013, 11 მაისი, 1:32
VIP, როგორც შენ ხედავდი ირაკლის უნივერსიტეტში, ისე მე ვხედავდი, მეც იმავე უნივერსიტეტში ვსწავლობდი და შენ წარმოიდგინე მისი წასვლის შემდეგ თეუსუს თვითმმართველობას აღარაფერი გაუკეთებია, "არჩევნების" შედეგად მოსულები ზუსტადაც რომ არაფრის მაქნისები იყვნენ. ხმა არ გაქვს ამ ადამიანზე ამოსაღები, შენ რომ კულტურის ნატამალი გქონდეს ბილწსიტყვაობას არ დაიწყებდი და კულტურულად გამოთქვამდი საკუთარ აზრს. ვირისგან წიხლი საწყენი არააო, ჰო და ირაკლისაც არ უნდა ეწყინოს შენნაირისგან რაიმე აუგის ლაპარაკი მასზე.

პ.ს. რა გული დაგეწვა "შარვალ-კოსტუმზე" :D თუ ასე ძალიან გშურდა ჩაგეცვა შენც და მოგაქცევდნენ უნივერსიტეტის მავანნი ყურადღებას, თუ მართლა მაგაზე იყო დამოკიდებული რამე :D მაგრამ ვაი რომ მაინც შეუმჩნეველი იქნებოდი, შენნაირი შურიანები ყოველთვის ასე სკდებიან გულზე, ბოღმით. საკუთარ თავს მიხედე და იმაზე იფიქრე წინ რით წახვიდე და მერე აღარ შეგშურდება წარმატებული ადამიანების.
2013, 11 მაისი, 1:06
ძალიან დიდი მადლობა ამ დამოკიდებულებისათვის, დაგლოცოთ ღმერთმა.
2013, 10 მაისი, 14:31
vip დზალიან ხმამაგალი განცხადება ირაკლისთან დაკავშირებით და თუ ამდენი იცი მის შესახებ მაშინ თვითმართველობაში ის კარგი საქმეებიც გაიხსენე რაც გააკეთა თუმცა რავი არამგონია შენ კარგის დანახვა შეგეძლოს და საერთოდ რადგან ესეთი კომპრომატები გაქ და ამდენი იცი მოდი და ნათელი მოფინე მის წარსულს ოგონდ არგუმენტირებულად და ისე რომ ორივე იყოთ ერთად ამისთვის არსებობს სატელევიზიო გადაცემები! ააა ხო შენ ხომ vip-იხარ და უნდა დარჩე Vip-ად! ის ჩკვიანია და ამიტომ იყო იქ სადაც დანიშნეს და მიახწია ბევრს ცხოვრებაში p.s. and you?
2013, 27 იანვარი, 5:15
დიდი მადლობა :)
2013, 25 იანვარი, 11:12
არ იდარდო მაინც კარგი ხარ::დ;
2013, 25 იანვარი, 11:12
რას იზავ ჩემო კარგო ცხოვრებაა ეგეთი. მაგრამ მაინც კარგი ბიჭია და რა ვქნა.
2013, 7 იანვარი, 4:55
აქ არის რეალური შეფასებბები და თუ კარგად წაიკითხე, სწორედ იმას ამბობს ირაკლი რო არავის მხარდამჭერია არაა
2013, 6 იანვარი, 3:36
ვიპ არსებავ, სიამოვნებით გაგიცნობდი და უფრო სიამოვნებით გაგეცნობოდი :) ინტერნეტ ჭორიკანა...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10