საქართველოში ყოველთვის ასეა, როდესაც მთვარობა შეიცვლება, იცვლებიან მომღერლებიც. ნაციონალურ მოძრაობას ორი აქტიური შოუბიზნესის წარმომადგენილი გულშემატკივარი ჰყავს, სოფო ნიჟარაძე და ნინა წკრიალაშვილი. მართალია, ივანიშვილს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მომღერლებიდან არავინ "დაუბლოკავს", მაგრამ ისინი ნელ-ნელა, თავისთავად მაინც ქრებიან. შესაბამისად, ტელეეკრანებსა და კონცერტებზე ნაკლებად ჩნდებიან და მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობენ ან დაკავებული პოლიტიკოსების მხარდამჭერ ათკაციან აქციებზე დადიან. ნინა წკრიალაშვილი მართლაც "თავგადაკლული" ნაციონალების გულშემატკივარია. წკრიალაშვილის თქმით "მეოცნებეების" ყველა დაპირება ტყუილი იყო და არაფრის შესრულებას არ აპირებენ, სწორედ ამიტომ არ აპირებს ის ხელისუფლებისთვის სიმღერას. სოფო ნიჟარაძე და ნინა წკრიალაშვილი ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად დამეგობრდნენ. ყველასთვის ცნობილია, რომ სოფო პრეზიდენტის ფავორიტი მომღერალი გახლავთ და მის გარეშე საქართველოში არც ერთი მნიშვნელოვანი კონცერტი არ ჩატარებულა. სოფოს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაუპოსტეს ფოტო, რომელზედაც ეწერა რომ ბიძინა ივანიშვილი კულტურის მინისტრად, სოფი ნიჟარაძეს ნიშნავსო. ამ ფოტოს გამოეხმაურა სოფო : რას ნიშნავს ეს ყველაფერი, კონკრეტული შემოთავაზება თუ გაქვთ, ბატონო ბიძინა, კი ნუ მაპარებთ, პირდაპირ დამირეკეთ ნომერზე. ვიღაცის ცოლად ან საცოლედ გამოცხადებას ისევ მინისტრობა მირჩევნია, წერდა სოფო ნიჟარაძე.