x
image
nukrichanturia
მობილურ ტელეფონზე დიდხანს ნუ ისაუბრებთ
image ბოლო დროს ჩატარებული გამოკვლევები ადასტურებს, რომ ადამიანებს, რომლებიც მეტისმეტად დიდხანს საუბრობენ მობილური ტელეფონით, თანდათან სმენა უსუსტდებათ. თავიდან, მათ მაღალსიხშირიანი ბგერების "ს", "ფ", "ხ", "ტ" და "ზ" - გარჩევა უჭირთ, შემდგომ, საერთოდ არ ესმით ეს ბგერები და მათ ნაცვლად, მხოლოდ სუსტ შიშინს აღიქვამენ. საბოლოო ჯამში, მეცნიერთა თქმით, ეს, ე.წ. ფრაგმენტული სმენის ჩამოყალიბებით გვირგვინდება: ადამიანს მხოლოდ საუბრის ნაწყვეტი ესმის, მისი დიდი ნაწილი კი მისი აღქმის მიღმა რჩება.

ეს პროცესი მობილური ტელეფონით სარგებლობის დაწყებიდან დაახლოებით 4 წლის შემდეგ იწყება. სახიფათო ლიმიტს, დღეში 1 საათის განმავლობაში მობილურით საუბარი წარმოადგენს. ამასთანავე, ნეგატიურ ზემოქმედებას უფრო მეტად, მარჯვენა ყური ექვემდებარება - ცხადია, იმიტომ, რომ უმეტესად, სწორედ მარჯვენა მხარეს ვიმარჯვებთ ყურმილს.

სმენის დასუსტების პირველი სიმპტომებია: ყურში მსუბუქი წვა და ზანზარი, აგრეთვე, სმენის ხანმოკლე "ამოვარდნები"

"არავის შეშინება არ გვსურს, - თქვა ჟურნალისტთან საუბრისას ექიმთა ხელმძღვანელმა დოქტორმა ნარეშ ჰანდამ, - ჯერჯერობით მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრეზე გამოვიკვლიეთ და ამ მოვლენის მასობრიობის შესახებ ვერაფერს ვიტყვით. მაგრამ საჭიროდ მიმაჩნია, რომ ადამიანებს შთავაგონოთ, რომ უმჯობესია, მობილური ტელეფონით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ."


სოციოლოგთა გამოკითხვებით, მობილური ტელეფონის მომხმარებელთა რაოდენობა ევროპაში თავბრუდამხვევი ტემპით იზრდება. ამის შედეგად, სრულიად ახალგაზრდა ადამიანებსაც აღენიშნებათ სმენის დარღვევები და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა დიდ ქალაქებში, სადაც ე.წ. "ხმოვანი დაბინძურება" კიდევ უფრო ამწვავებს პრობლემას. მომატებული საფრთხის წინაშე დგანან ბავშვები, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს ძალზე ხმაურიან გარემოში ატარებენ, ხოლო მათი მშობლები "დიდ მზრუნველობას" იჩენენ თავიანთ შვილებზე და მობილური ტელეფონებით ასაჩუქრებენ.

4
330
10-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
330
  
2012, 27 დეკემბერი, 13:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 26 დეკემბერი, 1:41
ეგ კარგი გამოსავალია
2012, 26 დეკემბერი, 1:24
ნაუშნიკებით უნდა ილაპარაკო უკეთესია
2012, 26 დეკემბერი, 1:14
გადააშენეთ ერთი...:)))))))))
0 1 4