სხვა ხახვი გაციების წინააღმდეგ 2012, 26 დეკემბერი, 0:20 ხახვი არაჩვეულებრივი პროფილაქტიკური საშუალებაა გაციების საწინააღმდეგოდ. სწორედ ამიტომაა, რომ გრიპის ეპიდემიის დროს უმი ხახვის მირთმევას გვირჩევენ. ის გრიპის გამომწვევი ვირუსების უმრავლესობას კლავს.
გაციების პროფილაქტიკისთვის არსებობს რეცეპტი, რომელსაც ხახვის ჩაი ეწოდება. 1 თავი ხახვი გარეცხეთ, დაჭერით და მდუღარე დაასხით. დააყოვნეთ 3 წუთი, შემდეგ წვენი გადმოწურეთ. მიღებული ნაყენი მომზადებისთანავე უნდა დალიოთ, რადგან მასში შემავალი ვიტამინები ცხელ წყალში იშლება. გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ცოტა თაფლი დაუმატოთ.
ანგინის დროს კარგია ხახვისა და ცაცხვის ყვავილების ნახარშის ყელში გამოვლება. 1 სადილის კოვზ ცაცხვის ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე დაასხით და თბილ ადგილას თავდახურული დააყოვნეთ. 20 წუთის შემდეგ ერთი თავი ხახვის წვენი შეურიეთ და მიღებული ხსნარი ყელში გამოივლეთ.
ხშირად გაციება ბრონქიტში გადადის. ხახვის ამ შემთხვევაშიც უებარი დამხმარეა. 1 თავი ხახვი გარეცხეთ, დააყარეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი და ცოტა წყალში მოხარშეთ. მიღებული მასა 1 სადილის კოვზი ორ საათში ერთხელ დალიეთ. კურსი 7 დღე.
არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს რძეში მოხარშულ ხახვს. გაფცქვნილი ხახვი 1 ჭიქა რძეში ჩააგდეთ და ხარშეთ მანამ, სანამ ხახვი არ დარბილდება. შემდეგ ამოიღეთ, გააცივეთ, დაჭერით და მიირთვით. ხახვი კარგად მოქმედებს კბილებსა და ღრძილებზე. ექიმები გვირჩევენ, იმისათვის, რომ ჯანმრთელი და მაგარი კბილები გვქონდეს, დიდი რაოდენობით უმი ხახვი მივირთვათ. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე. თუ პაროდონტოზი გაწუხებთ, შემდეგ რეცეპტს გირჩევთ: ალოეს ერთი ფურცელი გარეცხეთ და კანი მოაცალეთ. 1/4 თავი ხახვი და ალოე პირში ჩაიდეთ და რამდენიმე წუთს ღეჭეთ. ეფექტი ფანტასტიკურია - რამდენიმე პროცედურის შემდეგ ღრძილებიდან სისხლდენა შეგიწყდებათ. 187 4-ს მოსწონს
|