სხვა ზვიგენებით სავსე აკვარიუმი სავაჭრო ცენტრში მყოფ ხალხს თავზე ჩამოექცათ. 2012, 25 დეკემბერი, 18:27 ჩინეთში, ქალაქ შანხაის სავაჭრო ცენტრში გასკდა ეგზოტიკური თევზებითა და ზვიგენებით სავსე აკვარიუმი. 34 ტონიანი აკვარიუმის შუშის ნამტვრევები გადმოემხოთ ცენტრის თანამშრომლებს და სტუმრებს, დაზიანდა 15 ადამიანი.ასევე აკვარიუმის ბინადარი, წყალქვეშა ფაუნის ყველა წარმომადგენელი დაიხოცა. პოლიციის პრეს-სამსახურის ცნობით, ყველა ტრაუმა მიყენებული იქნა გიგანტური აკვარიუმის ნატეხებით.პოლიცია იძიებს თუ რამ გამოიწვია 15 სანტიმეტრის სისქის შუშის გახეთქვა. აკვარიუმი აგებულ იქნა 2 წლის წინ და სავაჭრო ცენტრის სტუმრებს შორის დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. 198 10-ს მოსწონს
|