x
image
hamunaptra1990
"საზოგადოებამ უნდა ამოისუნთქოს და გაიაფება დაიწყოს"-ბიძინა ივანიშვილი

imageსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი იმაზე მეტს გააკეთებენ, ვიდრე არჩევნებამდე დაპირდნენ ხალხს. მან ეს განცხადება გააკეთა "კვირის პალიტრასთან" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ბატონმა ბიძინამ აღნიშნა, რომ ხალხის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ყოფილი მთავრობის გაუაზრებელი ხარჯების შეკვეცის ხარჯზე, შესაძლებელი გახდება რომ სოციალური დახმარება და პენსიები გაიზარდოს. იანვრიდან შეამცირებენ ელექტრო ენერგიის და გაზის ტარიფს. დენზე გადასახადი 20-25% შემცირდება, თუმცა გაზზე ამდენი პროცენტით ვერ შეძლებენ ტარიფის შემცირებას. ასევე მუშაობენ ბენზინის ფასის დაწევაზეც. ასევე არ მოხდება არანაირი ბიზნესის შევიწროება. ყველას ექნება დაზღვევის პოლისი. ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა:


"საზოგადოებამ უნდა ამოისუნთქოს და გაიაფება დაიწყოს. ნურავის ეშინია, რომ აპრილისთვის პოპულარობას დავკარგავთ. პირიქით, ჩვენ უფრო მოვიხვეჭთ პოპულარობას. იმაზე მეტს გავაკეთებთ, რასაც ხალხს დავპირდით".


იმედია ყველა ეს დაპირებები ასრულდება!

0
33
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0