საქართველო "საზოგადოებამ უნდა ამოისუნთქოს და გაიაფება დაიწყოს"-ბიძინა ივანიშვილი 2012, 25 დეკემბერი, 11:58
ბატონმა ბიძინამ აღნიშნა, რომ ხალხის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ყოფილი მთავრობის გაუაზრებელი ხარჯების შეკვეცის ხარჯზე, შესაძლებელი გახდება რომ სოციალური დახმარება და პენსიები გაიზარდოს. იანვრიდან შეამცირებენ ელექტრო ენერგიის და გაზის ტარიფს. დენზე გადასახადი 20-25% შემცირდება, თუმცა გაზზე ამდენი პროცენტით ვერ შეძლებენ ტარიფის შემცირებას. ასევე მუშაობენ ბენზინის ფასის დაწევაზეც. ასევე არ მოხდება არანაირი ბიზნესის შევიწროება. ყველას ექნება დაზღვევის პოლისი. ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა: "საზოგადოებამ უნდა ამოისუნთქოს და გაიაფება დაიწყოს. ნურავის ეშინია, რომ აპრილისთვის პოპულარობას დავკარგავთ. პირიქით, ჩვენ უფრო მოვიხვეჭთ პოპულარობას. იმაზე მეტს გავაკეთებთ, რასაც ხალხს დავპირდით". იმედია ყველა ეს დაპირებები ასრულდება! 33 3-ს მოსწონს 1-ს არა
|