x
image
nukrichanturia
ზედმეტი ცხიმი დაავადებაა

image რაც უფრო მალე იპოვით თქვენი სიმსუქნის მიზეზს, შესაბამისად, მით უფრო იოლი იქნება მისი დამარცხება. ბავშვების 40 პროცენტს ზედმეტი წონის პრობლემა იმ შემთხვევაში აწუხებს, თუ ოჯახის ერთი წევრი მაინც არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ. ეს ციფრი ორმაგდება იმ შემთხვევაში, როცა ოჯახის წევრი (დედ-მამა) ზედმეტი წონის პრობლემას განიცდის.

გარდა ამისა, მეცნიერებმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილეს ყურადღება: ახალშობილები ( უფრო ხშირად გოგონები) ქვეყანას სიმსუქნისკენ განსაკუთრებული მიდრეკილებით ევლინებიან. ისინი სიცოცხლის პირველივე პერიოდში უფრო მეტ რძეს ჭამენ, ვიდრე საჭიროა და, ამას გარდა, ბუნებრივ რძეს ხელოვნურ საკვებს ამჯობინებენ.

ამ შემთხვევაში ექიმი გვირჩევს - თუ თქვენი ზედმეტი წონის მიზეზი მხოლოდ მემკვიდრეობაა, უმჯობესია, კონსულტაციისთვის ექიმ-დიეტოლოგს მიმართოთ, რომელიც ინდივიდუალურად შეგირჩევთ სპეციალურ პროგრამას.

0
331
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0