სხვა ღმერთი არ არის უკვდავი ! 2012, 24 დეკემბერი, 20:39 ჩვენი შეხედულება და წარმოდგენა ღმერთზე გადაჭარბებულია.
მისი უკვდაობა და მარადიულობა მითი.
ალბათ ფიქრობთ რომ გიჟი ვარ ან მკრეხელი. მაგრამ ეს ასე არაა. გული მტკივა ჩვენი უსუსურობისა და შეუგნებლობის გამო, რითაც ღმერთს კიდევ უძლურს ვხდით. ჩვენ მას ყოველდღე ვკლავთ, ყოველი ადამიანის სიკვდილი, ნელნელა აცლის ღვთიურ ძალასა და დიდებას. მისი აღსასრული მაშინ დადგება როცა ჩვენ ადამიანს გავანადგურებთ. ამით მისი არსებობა, ხსენება და მასზე ლოცვა შეწყდება. ღმერთი უკვდავი არ არის. ჩვენ მას ყოველდღე ვკლავთ და თანაც შესაშურის სიმარჯვით. ჩვენი ხსნა ერთმანეთის სიყვარულშია. 31 8-ს მოსწონს
|