საზოგადოება "ნაგავში ნაპოვნი 120 000 დოლარი" 2012, 24 დეკემბერი, 19:22 მოკლედ უცხოეთში ხალხს იმდენი აქვს ფული, რომ სად წაიღონ არ იციან. ჯერ ის ფაქტი გავიხსენოთ, რომ ავტობუსის მძღოლმა, ავტობუსში იპოვა ჩანთა სადაც 390 000 ევრო იყო. როდესაც "ავტობუსმა" დაასრულა რეისი მძღოლმა "სალონის" შემოწმება გადაწყვიტა და 51 წლის მძღოლმა "ავტობუსში" აღმოაჩინა ჩანთა სადაც 390 000 ევრო და დოკუმენტები იყო. ამხელა თანხით "ავტობუსში" ასვლა ცოტა არ იყოს გასაკვირია, რაზე ფიქრობდა ნეტავ ეს მოხუცი? მძღოლმა, როგორც კი ფული დაინახა ჩანთაში, მაშინვე პოლიციას დაუკავშირდა, პოლიციაც მალევე მივიდა დანიშნულების ადგილას და გაირკვა, რომ ფული და დოკუმენტები იყო პენსიონერის. ეს იყო მისი მთელი დანაზოგი, რომელიც ბანკიდან გამოიტანა და სახლში მიჰქონდა. ეს ძალიან უცნაური და ასევე სასიამოვნო ამბავი მოხდა ქალაქ ვენაში. ახლა კი იაპონიაში "ნაგავში" აღმოაჩინეს 120 000 დოლარი. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თანხის ასე ვთქვათ "ნაგავში გადაყრა" არ უკავშირდება არავითარ დანაშაულს, მათი მოსაზრებით პატრონს შენახული ჰქონდა "შკაფში", რომელიც გარკვეული დროის შემდეგ გადაავიწყდა და სანაგვეზე მოისროლა. ასევე ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თანხას მიისაკუთრებს ის ვისიც არის ეს "სანაგვე", იმ შემთხვევაში თუ 3 თვის განმავლობაში არ გამოჩნდა მისი პატრონი. ( როგორ გაარკვევენ ვის ეკუთვნის ეს თანხა? ჩავალ და ვიტყვი ჩემია მე დავკარგე და დამიჯერებენ? საქართველოში ლარიანს ვერ იპოვი ვერსად. ) 127 6-ს მოსწონს
|