ფსიქონევროლოგია რეალისტი, ანალიტიკოსი, პრაგმატიკოსი, იდეალისტი, სინთეზატორი - გაიგე, რომელ ტიპს მიეკუთვნები 2012, 14 აპრილი, 20:22 რეალისტები გულღია, პირდაპირი, საკუთარ თავში დარწმუნებული, შეუპოვარი და ბრძანებისმოყვარე ხალხია. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების არ ეშინიათ. დიპლომატიური ხრიკებისადმი მიდრეკილება არა აქვთ და სენტიმენტალისტებს ვერ იტანენ. თავიანთ აზრს მოკლედ და გასაგებად გამოთქვამენ. ამასთან, მჭევრმეტყველებიც არიან. კამათის დროს ქედმაღლები ხდებიან და ისეთ ტონზე გადადიან, შეპასუხებას ვერ გაუბედავთ. ამით მგრძნობიარე ადამიანებს უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ. რეალისტები ნებისმიერ კომპანიაში ლიდერები ხდებიან. ანალიტიკოსები ამ კატეგორიის ადამიანებს ლოგიკურობა და თანმიმდევრობა ახასითებთ. ყველაფერს საფუძვლიანად მოფიქრებულად და სერიოზულად უდგებიან. ქაოსს ვერც საგნებში და ვერც აზრებში იტანენ. ყველაფერში სტაბილურობა და წესრიგი უყვართ. ანალიტიკოსები თავდაჭერილად და ხმადაბლა საუბრობენ. უცნობებს შეიძლება ისინი უსულგულო და იუმორის გრძნობამოკლებულ ადამინებად მოეჩვენოთ. სინამდვილეში ასე არ არის. პრაგმატიკოსები თუ პრაგმატიკოსი მხეცების დამორჩილებას ჩაიფიქრებს, დაარწმუნებული იყავით ამისთვის ყველაზე მოკლე და უშიშარ გზას აირჩევს. ის მოქნილი აზროვნებითა და იუმორის გრძნობით გამოირჩევა. სხვების კეთილგანწყობის მოპოვებას ადვილად ახერხებს და საკუთარ წარუმატებლობაზე ფიქრით თავის დატანჯვა არ სჩვევია. ეს მამაცი ადამიანები მიზნად დიდ გეგმებს არ ისახავენ, ვითარების მიხედვით მოქმედებენ და ყოველ ხელსაყრელ მომენტს თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. იდეალისტები პირველ ყოვლისა ისინი ჰოლივუდელთა დამახასიათებელი განმაიარაღებელი ღიმილით გამოირჩევიან (დროულად ან უდროო დროს რომ ჩნდება მათს სახეზე). შეიძლება, სწორედ ამიტომ იდეალისტებს ყოველგვარ ურთიერთობაში სასიამოვნო ადამიანებად მიიჩნევენ. ისინი გულღია თავაზიანი, გულისხმიერი ხალხია. თანამოსაუბრესთან ბაასის დროს თანხმობის ნიშნად ხშირად თავის ქნევა სჩვევიათ. ყურადღებიანი და ცნობიმოყვარე მზერა აქვთ. არ უყვართ კამათი და კონფლიქტები. საერთო ჰარმონიაზე ოცნებობენ. მაშინაც კი თუ კუჭი ცარიელი აქვთ, შეუძლიათ კეთილშობილურ განზრახვაზე, ამაღლებულ გრძნობებსა და ზნეობაზე ისაუბრონ. სინთეზატორები სინთეზატორებს საზოადოებრივ ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი აქვთ - საზოგადოდ აღიარებულ თეორიების სუსტი ადგილები იპოვონ, შეუბრალებლად დაამსხვრიონ და ამ ნამსხვრევებზე ახალი იდეალები დანერგონ. ჭეშმარიტი სინთეზატორი სკეპტიკოსია, უცერემონიო ადამიანია, რომელიც ხშირად გამომწვევად იქცევა და უადგილო კითხვების დასმა უყვარს. ასევე უყვარს დაცინვა. მათ მახვილი მზერა და არანაკლებ ბასრი ენა აქვთ. სინთეზატორები ცვლილებებს აღმერთებენ და ყოველთვის მზად არიან შეჩვეული ადგილიდან “აიწყვიტონ". მათთვის ცხოვრების ყოველდღიურ რუტინაზე უარესი არაფერია. 2138 7-ს მოსწონს
|