x
image
ბესო დანელია
"ჯარისკაცის წერილი"

ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ წერილი რომელიც ჯარისკაცმა დაწერა.image

იმედია ამ წერილს ბოლომდე წაიკითხავ და ჩაწვდები იმას რისი გადმოცემაც მხოლოდ ფურცლის ნაგლეჯით შევძელი, რომლის ამიოკითხვაც მხოლოდ სიყვარულით აღსავსე თვალებით შეიძლება, რომელი თვალებიც ყოველღე გიყურებს სადღაც შორიდან და რომელიც სიყვრულის ცრემლით ივსება რადგან მხოლოდ შორიდან შეუძლია ლამაზი არსების ცქერა და ფერება, რადგან მეტი ჩემს შესაძლებლობებს არ აღემატება იმ უბარალო მიზეზის გამო რასაც "ჯარი" ჰქვია ხედავ რა უცებ გამოგიტყდი, რომ "ჯარისკაცი" ვარ რომლის გარეგნული მკაცრი იერი და ნამდვილი პატრიოტული სულის მქონე ვაჟკაცი შეაწუხა. ამ უაზრო მოლოდინის მონატრების, ალერსის, სითბოს და სიკეთის მქონე გრძნობამ რასაც სიყვარული ქვია. ეხლა დავრწმუნდი იმაში, რომ ნამდვილად მართალი ყოფილა გამოთქმა: "სიყვარულმა დრო და ადგილი არ იცისო", მართალია ის თავისთვის მოდის და ვერც შეამჩნევ ისე დაიდებს ბინას შენს გულში და იმ დღიდან, როდესაც ის უკვე შენშია ხდები უმართავი, იძირები უსაზღვრო ფიქრის მორევში, გეკარგება მოსვენება მანამ სანამ თუნდაც ორი წუთი არ შეხედავ მის მომხიბვლელ სახეს, ნაქარგ წამწამებს და საოცრად მიმზიდველ ღიმილს, რომელიც კიდევ უფრო ამშვენებს და ეშხს მატებს შენს სათნო და სიცოცხლით სავსე სახეს, რომლის შედარება მსოფლიო და უზენაეს შედევრებსაც კი არ შეუძლია. შენ ვერც კი წარმოიდგენ რამდენი რამის თქმა მინდა შენთვის, რამდენი სათხოვარი მაქვს. შენ არც კი იცი შენი ერთი შემოხედვა რამხელა ბედნიერებას მომანიჭებს, რომელიც ასე მაკლია და რომლის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიმაჩნია. შენ შეიძლება ყველა "ჯარისკაცს" ერთი თვალით უყურებ და შეიძლება მართალიც ხარ, მაგრამ მერწმუნე "ჯარისკაცს" რომელსაც თვალისდაუხამხამებლად შეუძლია გამოასალმოს კაცი წუთისოფელს. "ჯარისკაცი" ტანჯვისთვის არის დაბადებული და შექმნილი იმისთვის, რომ ნებისმიერი ბრძანება შეასრულოს თუნდაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს. მის გულში მაინც მოიპოვება უმნიშნელოვანესი პატარა ადგილი, სადაც იშვება ნაზი და უდიდესი გრძნობა, რომელსაც სიყვარული ჰქვია. უკვე რამდენჯერ ვახსენე ეს სიტყვა, მაგრამ წერა უფრო ადვილია ვიდრე თვალებში ყურება. მერწმუნე თვალებით ნათქვამს ისევ თვალებით თუ წაიკითხავ და ისიც სიყვარულით აღსავსე თვალებით: ეს სიტყვები შენი დანახვის თანავე დავწერე და წარმოიდგინე შენც, რომ მპასუხობდე იგივე გრძნობით და შენც გენატრებოდე ისე, როგორც მე მენატერბი. ისთი ბედნიერი ვიქნებოდი, რომ...არა ამის დაწერა უბრალოდ არ შემიძლია და მართალია, რომ გითხრა არ ვიცი ეს კალმით როგორ გამოვხატო ანდა როგორ დავიტანო ფურცელზე ყოველივე ის რასაც შენდამი განვიცდი, მაგრამ არაუშავს ალბათ მოვა ის ბედნიერი წუთი და ამ წერილის შემდეგ მაინც გამიღიმებ და მაშინ მაინც მომაქცევ ყურადღებას, თუნდაც უმნიშვნელოდ. ამბობენ ჯარისკაცისთვის ყველა ქალი ერთიაო, მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს ამ სიტყვების სიმართლეში იმიტომ, რომ ბევრ გოგონასთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ასეთი გამორჩეული გრძნობა არავისთან არ მქონია, პირველად მერგო. პირველ სიყავრულზე ასეთ რაღაცას ამბობენ ხოლმე: "პირველი სიყვარული ხიდან მოწყვეტილი ფოთოლია, რომელიც ვეღარასოდეს დაუბრუნდება თავის ადგილს." როდის ჩაგივარდება ეს წერილი სულმოუთქმენლად დაველოდები. ამბობენ, რომ მიტოვებული ბლიკი ხშირად უნდა მოინახულო თორემ მალე იგი ეკლიანი გახდებაო. მეც ვეცდები როცა ჯარს დავამთავრებ ხშირად გნახო, თუნდაც ეს ცალმხრივი იყოს, მაგრამ მთავარია გნახო, ხშირად მოგეფერო, შორიდან მაინც მოგიყვე ყველაფერი. მგონი წერა ძალიან გამიდრძელდა, მაგრამ ჩემი ბარლი არ არის უბრალოდ ერთ სიტყვას მეორე მოსდევს და ასე შემდეგ, ერთი სიტყვით კიდევ უფრო გამიხრდება თუ ამ წერილს საჩუქრად მიიღებ და არა სასიყვარულო ამანათად, რომელიც ერთმა ჩვეულებრივმა ჯარისკაცმა მოგიძღვანა, რომელმაც არ იცის ხვალინდელი დღე თუ გაუთენდება, რომელმაც გამონახა დრო იმისა, რომ ასეთი თვალს ამღვრეული საჩუქარი გაეკეთებინა თავის რჩეულისათვის, იმედია ამ ბარათის შესანახად უკანასკნელ თაროს არ გამოიყენებ ძვირფასო.

2
521
25-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
521
  
2013, 5 იანვარი, 13:34
აუ დამბურძგლა დედას გეფიცებიი მაგარია ძან
2012, 30 დეკემბერი, 22:00
მაგარია))))
0 1 2