კატალონიური ბარსელონას და ესპანეთის ნაკრების მცველ ჰერარდ პიკეს და მის შეყვარებულს, ცნობილ პოპ-მომღერალ შაკირას ვიდეო ჩანაწერის გავრცელებით აშანტაჟებენ, რომელზეც მათი სექსუალური გართობაა ასახული. ვინმე მამაკაცმა რომელიც შაკირას გუნდში მუშაობდა, გასულ წელს ფარულად გადაიღო მომღერალი და მისი ბოიფრენდი. ახლა იგი რამოდენიმე ასეულ ათას დოლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩანაწერის ინტერნეტით გავრცელებით იმუქრება. პიკემ და შაკირამ უკვე მიმართეს პოლიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.
![პიკეს და შაკირას აშანტაჟებენ image](/uploads/article_images/small/129971352115038.jpg)