ახალი წელი — დღესასწაული მრავალ კულტურაში ადგილობრივად მიღებული კალენდრის მიხედვით, რომელიც დგება წლის ბოლო დღიდან მომავალი წლის პირველ დღეზე გადასვლის მომენტში. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი დგება პირველ იანვარს. ახალი წლის პირველი დღე, 1 იანვარი დააწესა იულიუს კეისარმა. ქვეყნების უმეტესობა აღნიშნავს ახალ წელს პირველ იანვარს, გრიგორიანული კალენდარის მიხედვით, ხოლო რამოდენიმე ქვეყანა კი "მთვარის" კალენდარით.
თოვლის ბაბუა - ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ზღაპარი. "სანტა კლაუსის" იმიჯი ეფუძნება წმინდა ნიკოლოზის ჰაგიოგრაფიას და ასევე ძველ ღმერთებს. ახალ წელს თოვლის ბაბუა საჩუქრებს ურიგებს ბავშვებს. თოვლის ბაბუა ასახულია, წითელი ქურთუკით, დიდი, ხშირი, თეთრი წვერით, ჩექმებითა და წითელი ქუდით. თოვლის ბაბუა, საქართველოში მითიური ადამიანის სახის არსება, რომელიც ასოცირდება ახალ წელთან. წარმოადგენს ბავშვების ერთ-ერთ უსაყვარლეს ზღაპრისა და რეალურ გმირს. როგორც ბავშვებს სწამთ, ახალი წლის ღამეს კეთილი თოვლის ბაბუა ჩამოვა მთიდან და უამრავ საჩუქრებს, ტკბილეულს და სხვადასხვა სასუსნავს ჩამოუტანს.
საშობაო ნაძვის ხე - ტრადიციისამებრ შობის დღესასწაულზე ყოველ ოჯახში დგამენ. ბუნებრივ ან ხელოვნურ ნაძვის ხეს რთავენ სხვადასხვა სათამაშოებით და ტკბილეულით, ამის გარდა მიღებულია ნაძვის ხის "წვიმებით", სანთლებით ან ფერადი ელექტრო ნათურებით გაწყობა. ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ასევე უკავშირდება ახალი წლის დღესასწაულს. როგორც წესი, შობა-ახალ წელს მოკაზმული ნაძვის ხეები იდგმევა ქალაქის მოედნებზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სადაც ხალხი საზეიმოდ იკრიბება.