შოუბიზნესი ერთხელ Snoop Dogg-მა სცადა კლიპის გადაღებისათვის ქვეყანა ლიხტენშტეინი ექირავებინა 2012, 22 დეკემბერი, 13:41 პატარა, მაგრამ ძალიან ამაყი სახელმწიფო ლიხტენშტეინი შვეიცარიასა და ავსტრიას შორისაა მოქცეული. ის ძალიან პოპულარულია მდიდარ ადამიანთა შორის, როგორც თავშესაფარი გადასახადებისაგან. აქ სულ რაღაც 35000 ადამიანი ცხოვრობს. 2010 წელს პოპულარულმა რეპერმა Snoop Dogg-მა მიმართა ქვეყნის ხელისუფლებას თხოვნით, რომ მისთვის 1 დღით მიექირავებინათ ქვეყანა. მას აქ მუსიკალური კლიპის გადაღება უნდოდა. ხელისუფლება დაფიქრდა და საბოლოო ჯამში მუსიკოსმა უარი მიიღო, რადგან მისი მენეჯერი გარიგების დადებას დათქმულ ვადაში ვერ ახერხებდა. ეს იყო პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც ადამიანმა სცადა მთელი სახელმწიფო ექირავებინა. ერთი წლის შემდეგ ლიხტენშტეინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია იქირაოს ქვეყანა ერთი დღით სულ რაღაც 70 000 აშშ დოლარად. 46 4-ს მოსწონს
|