ალბათ არავის არ სჯერა ამ დღის, საქართველოში მაინც მაგრამ მსოფლიოში კი პანიკაა, როგორც იცით 21 დეკემბერს უნდა დაიწყოს აღსასრული, უკვე საღამოს 7 საათია და არაფერიც არ მომხდარა, მაგრამ ჩვენ ის ფაქტი გამოგვრჩა, რომ ამერიკაში ჯერ არ გათენებულა, ამიტომ საქართველოში ცოტა დააგვიანებს აღსასრული... ( საცობებია და მალე მოვალო დაგვირეკა ) "ჰიანდრეკის მონასტრის ლამამ, რომელიც შამბალის ორაკულის სახელითაა ცნობილი, "ნასა"–სთვის განცხადება გააკეთა.თავის გზავნილში ლამა იუწყება, რომ 2012
წლის 21 დეკემბერს, დედამიწა, მზის სისტემასთან ერთად, გალაქტიკის „ნულოვან სარტყელს“ გაივლის. ლამას თქმით, 21 დეკემბერს, დილის ათი საათიდან, პრაქტიკულად მთელ დედამიწაზე სრული სიბნელე და სიჩუმე დაისადგურებს. არ იქნება შუქი, ელექტროობა, კავშირგაბმულობა და ხმა.ამ
დროისათვის, დედამიწა გაივლის გალაქტიკის „ნულოვან პოლუსს“. „ეს არის სივრცე, სადაც არ არსებობს არანაირი ენერგია, ყველა ობიექტს შორდება ელექტრული ველი. სიბნელეს ზოგჯერ კოსმოსური ილუზიები და სინათლე გაკვეთს“... პირადად მე დილით, რომ გავიღვიძე "ფანჯრიდან" გავიხედე და სინათლე, რომ დავინახე გამიხარდა კიდეც, მაგრამ ახლა გამახსენდა, რომ ლამამ ამერიკის დროის მიხედვით გააკეთა განცხადება და რამდენადაც ამერიკა 9 საათით უკან არის ვიდრე საქართველო აქედან გამომდინარე დაბნელება უნდა დაიწყოს 7 საათზე. ( არც არაფერი არ მოხდება უბრალოდ ისე დავწერე, რომ იცოდეთ ეს ყველაფერი )..