ჩვენი დროის კაზანოვა ვერაფრით ვერ ისვენებს. ახლახან მან განაცხადა ახალი ნიშნობის შესახებ. გოგონა მასზე 48 წლით უმცროსია. იტალიის ექს-პრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ საჯაროდ განაცხადა, რომ ახალი საცოლე ჰყავს. 76 წლის პულიტიკოსმა ეს განცხადება მეხუთე არხის ტელეინტერვიუს საშუალებით გააკეთა. მის ახალ საცოლეს ფრანჩესკა ჰქვია.
„დიახ. ეს ოფიციალური ცნობაა. ფრანჩესკა ნეაპოლიდანაა და ის არა მარტო გარეგნულად, არამედ სულიერადაც ლამაზი ადამიანია. მას აქვს მყარი მორალური პრინციპები. იმ მე ძალიან კარგად მექცევა“ განაცხადა სილვიო ბერლუსკონიმ. სილვიო უკვე მესამე წელია ატარებს განქორწინების პროცესს მისი სამი შვილის დედა ვერონიკა ლარიოსთან.
ექს-პრემიერმა განაცხადა, რომ ფრანჩესკას შვიდი წლის განმავლობაში იცნობს. გოგონა პოლიტიკოსის მხარდამჭერთა კლუბს ხელმძღვანელობდა. შეგროვილი თანხებით ის ქირაობდა თვითმფრინავს, რომელიც დაფრინავდა იტალიის ცაში პლაკატით: „სილვიო შენ ჩვენ გვაკლიხარ“.
„მან დაიწყო ჩემს პოლიტიკურ შტაბში მუშაობა, ჩემს გვერდით. ფრანჩესკა მარინას ახლო მეგობარია“ განაცხადა სილვიომ გულისხმობდა რა თავის უფროს ქალიშვილს. „როგორც იქნა თავს ნაკლებად მარტოსულად ვგრძნობ“ აცხადებს პოლიტიკოსი.
შეგახსენებთ, რომ სილვიო ბერლუსკონის არასრულწლოვან გოგონებთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებდნენ, ასევე მალევე ამხილეს გადასახადების დამალვაში და 4 წლით ციხე მიუსაჯეს, მაგრამ სასჯელი ერთ წლამდე შემცირდა ამნისტიის გამო.