პოლიტიკა როგორ ვებრძოლოთ რეპრესიულ საკანონმდებლო სისტემას 2013, 6 მაისი, 18:04 კრეატიულმა მხატვარმა პეტრ პავლევსკიმ იპოვა რეპრესიულ საკანონმდებლო სისტემასთან ბრძოლის რადიკალური ხერხი. სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო შენობასთან მან უცნაური აქცია მოაწყო, რომელსაც "ტუშა" უწოდა. თავისი იდეის განსახორციელებლად მან სრულიად გაიხადა, შემოიხვია ეკლიანი მავთული და ამ მდგომარეობაში ტროტუარზე დაწვა. ამით მას უნდოდა ეთქვა, რომ ადამიანი იძულებულია შეეგუოს არსებულ მდგომარეობას და იცხოვროს ასეთ გარემოში. რა თქმა უნდა 20 წუთში ადგილზე მოვიდა სამართალდამცავი ორგანოებისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, რომლებმაც მაშინვე გაათავისუფლეს მხატვარი ეკლიანი ხაფანგისაგან. ბოლო ინფორმაციით პეტრე განთავსებულია პოკროვსკის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში. საინტერესო ის ფაქტია, რომ ის მისი პირველი გამოხტომა არ არის. 2012 წელს მან Pussy Riot-ის მხარდასაჭერად პირი ამოიკერა და კაზანის ტაძართან ერთკაციანი პიკეტი მოაწყო. 45 2-ს მოსწონს
|