x
image
ტორნადო07
ადამიანი, რომელმაც სიკვდილს 1268 ადამიანი გადაარჩინა (გენოციდი რუანდაში)
imageპოლ რუსისაბაჯინა ადამიანი, რომელმაც რუანდაში გენოციდის დროს 1268 ადამიანი გადაარჩინა. მსოფლიომ ის გაიცნო ფილმ "სასტუმრო რუანდას" (Hotel Ruanda) გადაღების შემდეგ. ფილმი გადაიღეს პოლის მოგონებების მიხედვით.

პოლი მენეჯერად მუშაობდა კიგალის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში, გენოციდის დროს შეძლო თავისი კავშირები გამოეყენებინა და 1268 ადამიანი გადაარჩინა.

მინდა მოკლედ მოგითხროთ ადამიანების ბოროტებისა და სისატიკის შემზარავ აქტზე, რომელიც რუანდაში 1994 წელს დატრიალდა. ამ დროს ქვეყნის ეთნიკური უმრავლესობა ჰუტუ დაუპირისპირდა ტუტსის, რომლებიც შედარებით მაღალ საფეხურზე იდგნენ. ხუტუს მხრიდან ადამინთა ჟლეტას აწარმოებდნენ დროებითი მთავრობის ჯარისკაცები და 2 დიდი სამხედრო დაჯგუფება "ინტერჰამვე" და "იმპუზამუგამბი", თავის დასაცავად შეიქმნა რუანდის პატრიოტული ფრონტი, რომლის მიზანს ჰუტუს ჯარისკაცების განადგურება წარმოადენდა. სულ რაღაც 100 დღის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვმა სხვადასხვა წყაროების მიხედვით 500 000-1 030 000 მიაღწია. რუანდაში მკვლელობების სისწრაფე 5-ჯერ აღემატებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში მკვლელობების სისწრაფეს.

ჰუტუს მებრძოლები ძირითადად შეიარაღებული იყვნენ ცივი იარაღით (მაჩეტე, რკინის ჯოხები და სხვა). მკვლელობები განსაკუთრებული სისასტიკით ხასიათდებოდა. აღარ დავიწყებ ამ სისასტიკეების მოყოლას, ვისაც აინტერესებს შეუძლია უფრო მეტი წაიკითხოს ვიკიპედიაზე.


მიუხედავად იმისა, რომ ტუტსის ჯარისკაცებიც შეტაკებებში სისასტიკით გამოირჩეოდნენ და ხშირად სასტიკად უსწორდებოდნენ ჰუტუს ჯერისკაცების ოჯახის წევრებს, საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ ტუტსის არ ჩაუდებია გენოციდი ჰუტუს წინააღმდეგ.

ყველაფერი მისნდა შევაჯამო ერთი ფრაზით: "ადმიანი მხეცზე უარესია, როცა ის მხეცია".image

5
85
6-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
85
  
2012, 15 სექტემბერი, 11:19
მადლობა ყველას
2012, 15 სექტემბერი, 11:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 15 სექტემბერი, 11:16
+1000
0 1 5