როგორც იცით 21 დეკემბერს, ქვეყნის აღსასრულია მოსალოდნელი. უკვე ხვალ გავარკვევთ რამდენამდ მართლები იყვნენ მეცნიერები. ყველა მეცნიერს თავისი აზრი აქვს ამ დღესთან დაკავშირებით, ზოგი ამბობს, რომ დედამიწა შიგნიდან განადგურდება, ზოგი ამბობს, რომ ასტეროიდი დაგვეცემა, ხოლო ზოგი ამბობს, რომ სრული სიბნელე დადგება დედამიწაზე და არა აღსასრული. კიდევ ნახევარი წლის წინათ გვეგონა, რომ 2012 და დედამიწის აღსასრული მცდარი ჭორები იყო. მაგრამ ხალხის ყურადღება მიიპყრო 2011-2012 წელს მომხდარმა კატასტროფებმა: გლობალური დათბობა, მიწისძვრა, ცუნამი, პათოლოგიური სიცივე და სიცხე, წყალდიდობა. ამის გარდა კიდევ ერთი წინასწარმეტყველება არსებობს 21 დეკემბერთან დაკავშირებით: "ჰიანდრეკის მონასტრის ლამამ, რომელიც შამბალის ორაკულის სახელითაა ცნობილი, "ნასა"–სთვის განცხადება გააკეთა.თავის გზავნილში ლამა იუწყება, რომ 2012
წლის 21 დეკემბერს, დედამიწა, მზის სისტემასთან ერთად, გალაქტიკის „ნულოვან სარტყელს“ გაივლის. ლამას თქმით, 21 დეკემბერს, დილის ათი საათიდან, პრაქტიკულად მთელ დედამიწაზე სრული სიბნელე და სიჩუმე დაისადგურებს. არ იქნება შუქი, ელექტროობა, კავშირგაბმულობა და ხმა.ამ
დროისათვის, დედამიწა გაივლის გალაქტიკის „ნულოვან პოლუსს“. „ეს არის სივრცე, სადაც არ არსებობს არანაირი ენერგია, ყველა ობიექტს შორდება ელექტრული ველი. სიბნელეს ზოგჯერ კოსმოსური ილუზიები და სინათლე გაკვეთს“...
ახლა კი მაინტერესებს თქვენი აზრი ამ დღესთან დაკავშირებით.. გჯერათ? ზოგს სჯერა ამ სისულელეების და ეკლესიაში დადიან ლოცულობენ და ასე შემდეგ. მე მაგალითად არ მჯერა, სისულელეა...
სისულელეა და მეტი არაფერი...
რომელ მეცნიერებზეა ლაპარაკი????
ასე რომ მშვიდად იყავით ჩემო ტკბილო ხალხო...