x
image
Livingstone
ნოემბრის საუკეთესო ანეკდოტები
image2012 წლის 21 დეკემბერი. მსოფლიო აღსასრულს ელოდება და ასტრონომებმაც უეცრად დაადასტურეს, რომ დედამიწას უახლოვდება დიდი ზომის უცხო სხეული. სამხედროები ცდილობენ რაკეტების მეშვეობით დაშალონ, მაგრამ არაფერი გამოდის - ასტეროიდის დედამიწაზე დაცემა გარდაუვალია!.
ასტეროიდი მოუახლოვდა დედამიწას, შევიდა ატმოსფეროში, მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში (როგორც ეს ხდება ხოლმე) და დაეცა მექსიკის უდაბნოში.
შოკის გასვლის შემდეგ ადამიანები მივიდნენ დაცემის ადგილზე - დედამიწაზე ვერტიკალურად დგას ბრტყელი მოზრდილი ქვა, რომელზეც რაღაც იეროგლიფებია დატანილი, ქვეშ კი მინაწერი:

"მაიას ტომის კალენდარი 22/12/2012-21/12/4065 პერიოდისათვის. გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი კალენდრებით."



------------------------------------------------------------------------------


ტელეფონის ავტომატთან უშედეგოდ მომლოდინე ქალმა აღშფოთებულმა მიმართა მის წინ მდგომ მამაკაცს:

- თქვენ უკვე ნახევარი საათია ყურმილი ხელში გიჭირავთ და ხმას არ იღებთ. სხვებს ეცით პატივი და დაარეკინეთ, ბოლოს და ბოლოს!!

- ხელს ნუ მიშლით ქალბატონო. მე ჩემს ცოლს ვესაუბრები...




-----------------------------------------------------------------------------


- მიხო, შენ ვის უფრო მეტად უგდებ ყურს - დედას თუ მამას?

- რა თქმა უნდა დედას!

- რატომ?

- იმიტომ რომ ის უფო მეტს ლაპარაკობს!!



-----------------------------------------------------------------------------



მდიდარი ქალი აღელვებული ურეკავს თავის დიეტოლოგს:

- ექიმო, მგონი ჭარბი წონა მაქვს..

- რატომ ფიქრობთ ასე?

- იცით, დღეს მოლაპარაკე სასწორი ვიყიდე.

- და რა გითხრათ სასწორმა, როდესაც ზედ დადექით?

- მითხრა: "ინდივიდუალური წონის გასაგებას საჭიროა სასწორზე თითო-თითოდ დადგეთ"...



-----------------------------------------------------------------------------


- გველების მოდგმა სწყევლის თავის წინაპარს, რომელმაც ევა შეაცდინა!!

- რატომ, ცოდვები აწუხებთ?

- არა, უბრალოდ მას შემდეგ რაც ევამ ვაშლი შეჭამა, ქალებმა გველში დაინახეს არა მხოლოდ ქვეწარმავალი, არამედ პოტენციური ქამარი, ჩექმა და ჩანთა.

0
822
4-ს მოსწონს
ავტორი:Livingstone
Livingstone
822
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0