ალბათ ყველამ იცით ის საშინელი ისტორია, რომელიც ამერიკაში დატრიალდა ახლახანს. 15 დეკემბერს ქალაქ ნიუთაუნში მკვლელობები მოხდა, ქალაქის დაწყებით სკოლაში, 20 წლის ახალგაზრდამ ჯერ საკუთარი დედა მოკლა და შემდეგ სკოლაში შევიდა და ცეცხლი გახსნა. ამ ფაქტს 27 ადამიანი შეეწირა, 20 პატარა ბავშვი, 6 უფროსი და ერთიც თვითონ დამნაშავე, რომელმაც თავი მოიკლა...ბარაქ ობამამ მომხდარის გამო ამერიკელ ერს მიმართა. მან ქვეყანაში ოთხ დღიანი გლოვა გამოაცხადა...ადამ ლანცა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო და სავარაუდოდ, აუტიზმით იყო დაავადებული...
როგორც ცნობილი გახდა ადამ ლანცას დედა იარაღის კოლექციონერი იყო, რომელმაც თავად ასწავლა ადამ ლანცას იარაღის ხმარება. აი მისი თანაკლასელები რას ამბობენ ადამზე: "მას ახასიათებენ როგორც „მოკრძალებულ, მორცხვ, მდუმარ“ ახალგაზრდას, მაგრამ, ამავე დროს, იმასაც აღნიშნავენ, რომ ლანზაში ისინი იოლად წარმოიდგენდნენ მკვლელს, ვინც აიღებდა ხელში ავტომატს და ანგარიშმიუცემლად ჩაცხრილავდა, რამდენსაც გნებავთ იმდენ ადამიანს."
„ის იყო ყველაზე ჭკვიანი ბიჭი, ვისაც მე ვიცნობდი, შეიძლება ითქვას, გენიოსიც კი იყო“, - ამბობს ჯოშუა მაილასი, ლანზას თანაკლასელი.
ასევე ლანცაზე ამბობენ, რომ ის იყო თავის თავში ჩაკეტილი პიროვნება... ( რა თქმა უნდა ასეთი ადამიანებისგან არც არის გასაკვირი ასეთი საქციელი, მაგრამ აი ჯოშუა მაილისის განცხადებებ გამაკვირვა ცოტა არ იყოს... გენიოსს რატომ უწოდებს? )