სისხლის სამართალი მამინაცვალმა 12 წლის გოგონა მოკლა. 2012, 17 დეკემბერი, 11:46 12 წლის დაშა ბურდინა ჯერ კიდევ 2011 წლის 22 ოქტომბერს დაიკარგა, როგორც სვერდლოვსკის ოლქის შ.ს.ს.-ს პრეს-სპიკერმა განაცხადა, იგი დილის 7:45 წუთზე გავიდა სახლიდან იმის შემდეგ აღარავის უნახია.გოგონას დიდხანს ეძებდნენ, 200-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩამბმული ძებნაში, აგრეთვე მაძებარი ძაღლები, აგრეთვე მოსახლეობა და სამხედრო მოსამსახურეები, მაგრამ გოგონას კვალს ვერ მიაგნეს.ბოლოს ექსტრასენსის დახმარებითაც კი ისარგებლეს.გოგონას გვამი ახლახან აღმოაჩინეს სახლიდან 1, 5 -ის დაშორებით ადგილობრივი კარიერის მახლობლად.დაკავებულია გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 1966 წელს დაბადებული ვლადიმერ გორელიხი, მან აღიარა დანაშაული, როგორც მან განაცხადა, რომ "გოგონასთან ურთიერთობა ვერ ააწყო და ვერ იტანდა მას."ეჭვმიტანილი მანამდე სამჯერ იყო ნასამართლევი, ხულიგნობისთვის და სხეულის დაზიანებისათვის. "Интерфакс".-17.12.2012. 254 5-ს მოსწონს
|