სხვა 20 წლის გოგო ნაგავსაყრელის მილში გაიჭედა. 2012, 16 დეკემბერი, 0:16 რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში 1992 წელს დაბადებული გოგონა გაიჭედა ნაგავსაყრელის მილში, მას შემდეგ რაც შემთხვევით გადაყარა თავისი კოსმეტიკა. გოგონამ მეექვსე სართულზე გადაყარა ნაგავი, როდესაც აღმოაჩინა რომ თავისი კოსმეტიკაც მიაყოლა, პერანგის ამარა გამოვარდა სადარბაზოში.ჩავიდა მეორე სართულზე და ნაგავსაყრელის მილში ჩაეყუდა იმ იმედით, რომ სასურველ პაკეტს მისწვდებოდა.რა დროსაც გოგონამ თავი ვერ შეიკავა და მილში ჩავარდა. გოგონას ყვირილზე გამოსულმა მეზობლებმა გამოიძახეს სამაშველო სამსახური.მაშველებმა მოანგრიეს მილის დამხშობი და გამოიყვანეს დაზარალებული, მაგრამ გოგონა ამის შემდეგაც არ გაჩერდა და კოსმეტიკის ძებნას ნაგავსაყრელში განაგრძობდა. მაშველების და მეზობლების შეგონებების მიუხედავად მან იქამდე არ დატოვა ნაგავსაყრელი, სანამ თავისი კოსმეტიკა არ იპოვა. 63 9-ს მოსწონს
|