საზოგადოება ჩასახვა უმამაკაცოდ 2012, 15 დეკემბერი, 22:25 სწავლულებს აინტერესებთ, როგორი იქნება რამდენიმე ასწლეულის შემდეგ დედამიწის მოსახლეობა.
არსებობს საშიშროება, რომ პლანეტა გადაიქცევა ქალების სამფლობელოდ, ამაში დამნაშავეები კი ამერიკელი მეცნიერები იქნებიან, რომელთაც შექმნეს ხელოვნური სპერმა. ეს "ხელნაკეთი" სპერმა აიძულებს კვერცხუჯრედს აწარმოოს თავისი ქრომოსომები და გამოიყენოს ისინი სპერმატოზოიდის მიერ შემოთავაზებულის ნაცვლად. აღნიშნული მეთოდი გამოსცადეს ლოს-ანჟელესის გენეტიკისა და რეპროდუქციული მედიცინის ინსტიტუტში. მართალია ექსპერიმენტი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვირთხებზე განხორციელდა, მაგრამ მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ყოველივე ამას მალე ადამიანებთან მიმართებაშიც გამოიყენებენ. როგორც ჩანს, ქალებს მომავალში მამაკაცები აღარ დასჭირდებათ, ყოველ შემთხვევაში ჩასახვისთვის მაინც. ბუნებრივია, რომ ხელოვნური სპერმის გამოყენებისას ყველა გენი აღებული იქნება ქალის ორგანიზმიდან, ამიტომაც ყოველი დაბადებული ბავშვი იქნება გოგონა, რომელიც წყლის წვეთივით ემგვანება დედას. მამაკაცს კი სამუზეუმო ექსპონატის ფუნქცია შერჩება მხოლოდ. 76 8-ს მოსწონს |
და ალბათ იმ კანონსაც გააუქმებენ პრეზერვატივებზე :)))