x
image
nukrichanturia
ზამთრის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი (+ფოტოები)
image ზამთრის დადგომასთან ერთად ფეხსაცმელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ძირითადი აქსესუარებიდან პირველადი საჭიროების საგნად გადაიქცევა. ამიტომ მისი შერჩევისას დიზაინთან ერთად გამძლეობა და კომფორტულობაც უნდა გაითვალისწინოთ. წვიმასა და თოვლში თბილ და გამძლე ფეხსაცმელზე მნიშვნელოვანი არაფერია.

ფეხსაცმლის მოდის ბოლოდროინდელი ტენდეციები მოწმობს, რომ დიზაინერები ბოლოს და ბოლოს, სილამაზის გარდა ფეხსაცმლის კომფორტულობაზეც დაფიქრდნენ.

მაშ ასე, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ ქუსლის სიმაღლეს. მართალია, ამ მხრივ შეზღუდვა არ არსებობს, მაგრამ უნჯობესია, თუ არჩევანს მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შეაჩერებთ. 3-5 სატიმეტრი ქუსლის მქონე ჩექმა ან ნახევარ ჩექმა მოდის უკანასკნელი ძახილია. imageრაც შეეხება ბრტყელლანჩიან ფეხსაცმელებს, ისინი გასული ეპოქის მემკვიდრეობად შეიძლება ჩაითვალოს. მათ კარგად ეხამება სამხედრო სტილის ტანსაცმელი. გასაწყობად კი დიზაინერები ბალთებსა და სხვადასხვა რკინის დეკორატიულ დეტალს იყენებენ. ჩექმების ბეწვით დამშვენების ტენდენცია წელსაც ძალაშია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩექმები მაინდამაინც ესკიმოსების უნტებს უნდა ჰგავდეს - მოდური სტილის შესაქმნელად ბეწვი ან ბეწვის აპლიკაციაც საკმარისია.

სამშვენის დეტალებად იყენებენ, აგრეთვე თხელ თასმებს, დეკორატიულ შესაკრავებსა და ბალთებს. მათი წყალობით ზოგიერთი მოდელი შუა საუკუნეების მხედრების ჩექმებს მოგვაგონებს. ასეთი ფეხსაცლის სიმკაცრესა და სიუხეშეს კარგად ანეიტრალებს "დავარდნილი" ქსოვილის კაბა ან ბოლოკაბა.imageimage


image






0
137
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0