საზოგადოება "'ეკა კვესიტაძემ კარგად იცის რა ხაზს ატარებს და რას ემსახურება"_ჟურნალისტის მონოლოგი 2012, 15 დეკემბერი, 0:09 “ გიორგი ჭანტურია და საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი საბჭო დიდი ხანია უმოქმედოები იყვნენ, ისისნი შოშიას ბარტყებივით ელოდებოდნენ ლუკმებს ყოფილი ხელისუფლებისგან, ”_ ამ სიტყვებით იწყებს “ქართულ სიტყვასთან” საზოგადოებრივ –პოლიტიკურ მონოლოგს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, რომელიც 90 წლების ქართული ტელეჟურნალისტიკის ვარსკლვლავი იყო, მისი წარმატებული კარიერა სწორედ პირველ არხს უკავშირდება და როგორც თავად ამბობს, მშობლიური ტელევიზიის სავალალო მდგომარეობას გულწრფელად განიცდის და მისთვის სულერთი არაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედი, ამიტომ არხის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ამ გადმოსახედიდან აფასებს: მაკა რაზმაძე: “სხავთაშორის პირველი არხის გარშემო შექმნილ ამბებთან დაკავშირებით, ძალიან სწორი სიმბოლური რამ მოხდა. არხის დასაცავად მივიდნენ ისინი, ვინც უნდა მისულიყვნენ, ანუ “ნაცმოძრაობამ” ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ არხი “უმცირესობისაა” და ძალიან სწორად არ მივიდა საზოგადოება, რადგან დღევანდელი სიტუაციით არ მიიჩნევს ამ არხს თავისად ხალხი. რაც შეეხება ფინანსურ ბრალდებებს, ჟურნალისტებს არასდროს გვქონია შეხება ამასთან, წლები ვმუშაობდი ამ არხზე და არასდროს არ ვიცოდი რა ხდებოდა ფინანსურ სამზარეულოში. მაგრამ ხმები ყოველთვის ვრცელდება როცა რაღაც არ არის რიგზე. ადამიანები ვინც ამ საკითხში უფრო კარგად ერკვევიან, ამბობენ რომ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან დღემდე არაა გამჭვირვალე ეს ტელევიზია თანხების ხარჯვაში. არაა სახარბიელო როდესაც მედია ორგანიზაციას ამოწმებენ, მაგრამ დიდი ბოდიში, ეს არის საზოგადოებრივი არხი, ბიუჯეტიდან ფინანსდება . თან პირველი კავკასიურის ჟურნალისტები მიუთითებენ გაფლანგული მილიონებზე და გამოძიებას ითხოვენ. თუმცა სანამ არ დაიდება შედეგები დამნაშავის იარლიყი არავის უნდა მივარტყათ. ჟურნალისტებზე არ უნდა აისახებოდეს ტელევიზიის მენეჯმენტის პრობლემები. საერთოდ კი, როგორც ჟურნალისტს, არასდროს მიმიღია მონაწილეობა და ვერც მივიღებ ჩემი კოლეგების საწინააღმდეგოდ გამოსვლებში, რაც არ უნდა არაობიექტურები იყვნენ არ შემიძლია მოვუწყო სირცხვილის კარიდორები ჟურნალისტებს. მაკა რაზმაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეალურ ფუნქციაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და ამბობს, რომ დღევანდელი პოზიციით არზხ დასახელებასთან საერთო არაფერი აქვს: “ყველა მოვლენის დროს, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ძირითადათ დარტყმა მოდიოდა ყოველთვის პირველ არხზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის იყო ყურადღების ქვეშ და ეს არავის არ უნდა ეწყინოს ვინც იქ მუშაობს. როცა ხალხი რაიმეს აპროტესტებდა სიმბოლურად მიდიოდა ყოველთვის პირველი არხის შენობასთან. რადგან პირველი არხი რეალურად უნდა იყოს განმსაზღვრელი სამართლიანობის და უსამართლობის, მას უნდა ქონდეს საზოგადოების რუპორის ფუნქცია, ადამიანებს რა აწუხებთ, რა ამოსწონთ და რა არ მოსწონთ უნდა ამბობდნენ ამ არხის სასუალებით, ეს უნდა იყოს ხალხის ხმა ხელისუფლების გასაგონად. ან იმ პირების გასაგონად ვისაც შეუძლია კონკრეტული ადამიანის პრობლემის გადაჭრა. მაგრამ ეს ტელევიზია დიდი ხანია ასცდა ამ ფუნქციას და დაემსგავსა კერძო ტელევიზიას. ეს მხოლოდ იმათი ბრალი არაა ვინც მართავს მაუწყებელს, ეს არის მაპატიეთ და საზოგადოებრივი უკულტურობის ბრალი. რეალურად რაც უნდა იყოს ამ მაუწყებლის ფუნქცია, არც ვიმჩნევთ და წლებია ვაძლევთ საშუალებას თავად გვიკარნახონ პოლიტიკა. მზაფრავს ხოლმე, რომ ამბობენ პროტესტის ნიშნად არ ვუყურებ პირველ არხსო, რას ნიშნავ ეს? უნდა მოითხოვო, ისეთი იყოს ეს არხი, გინდოდეს ყურება. დღეს წაგლეჯილი და მითვისებულია ჩვენი, ხალხის არხი! სახლში რომ ვინმე შემოგივარდეს და შენი ოთახი მიითვისოს ეტყვი არ ვუყურებ მაგასო? თუ იბრძოლებ რათა უკან დაიბრუნო?! ამოტომ საზოგადოებამ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი. ვინაიდან ეს ფინანსდება ბიუჯეტიდან, ყველა ხელისუფლებას კი რატომღაც ჰგონია, რომ მისი რუპორია, მე არ მახსოვს ხელისუფლება ვისაც არ მიეთვისებინოს ამ ტელევიზიის ეთერი. სხვათაშორის ერთ რამეს ვიტყვი, ჩემი ჟურნალისტური კარიერის დასაწყისში კომუნისტური მმართველობის დასასრულს პირველი არხი იყო ყველაზე უფრო თავისუფალიც კი, აჩიკო გოგელიამ ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა ალტერნატიული რედაქცია და გვქონდა გადაცემა “კვირიაკე”, რომელიც პირდაპირი ეთერში ჯერ კიდევ გამოუცდელ ჟურნალისტს მიმყავდა. მაშინ ახალ ფეხადგმული იყო ეროვნული მოძრაობა. მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას საქმიანობა შუქდებოდა ამ გადაცემაში და ეს ხდებოდა კომუნისტების დაქვემდებარებაში მყოფ ტელევიზიაში, საოცარი ის იყო რომ ცენზურა მართლაც არ გვქონდა. სამწუხაროდ არ ვიცი არსებობს თუ არა ამ გადაცემების ჩანაწერები, არის აბსოლიტურად უნიკალური კადრები, სხვათაშორის ზვიდ გამსახურდია პირდაპირ ეთერში პირველად ჩემს გადაცემაში გამოჩნდა. მაშინ იყო დიდი რისკი და არჩილ გოგელია ამაზე მიდიოდა. “დემოკრატიულ” ქვეყანაში კი პირველი არხი, ძალიან სხვაგან არის, აბსოლიტურად აცდენილი კი არაა ფუნქციას, ფაქტიურად საზოგადოებრივ მაუწყებლად ვერც მოვიხსენიებ. რადგან აღარავითარი საერთო მას ამ ცნებასთან აღარ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ბევრი ჩემი კოლეგა და დარწმუნებული ვარ ისინი ნამდვილად ღირსეულად ემსახურებიან თავის პროფესიას. ხომ გასაკვირია ასეთ გარემოში როგორ შეიძლება, რომ ღირსეულად ემსახურებოდე, მაგრამ არიან არხში ადამინები დამერწმუნეთ, რომლებიც ცდილობენ პატარა სიმართლის მარცვალი მაინც გაიტანონ იქ სადაც ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. ის რომ საინფორმაციო “მოამბე” დღას მეტ-ნაკლებად დაბალანსებული ხშირად სწორედ ამ ადამინების დამსახურებაა. თუმცა ვინც გადაწყვეტილებებს იღებს ისისნი არაიან სრულიად აცდენილები რეალობას, თორემ კონკრეტული თანამშრომლების უმეტეს ნაწილს ეს არ ეხება. ჟურნალისტი კოლეგებთან მიმართებაში მოზომილია, თუმცა რამდენიმე მათგანზე აზრს ღიად აფიქსირებს: “ძალიან მიჭირს კომენტარის გაკეთება ეკა კვესიტაძეზე, რადგან როდესაც მაღალჩინოსნის მეუღლე ხარ შენ თავად უნდა თქვა უარი მსგავსი თოქ შოუს წაყვანაზე, ერთადერთია დედამიწაზე და მაინცდამაინც მან უნდა წაიყვანოს ეს გადაცემა?! მაგრამ სამწუხაროდ მანდ ეკა კვესიტაძე მიზანმიმართულად არის იმიტომ, რომ კარგად იცის რა ხაზს ატარებს და რას ემსახურება. სხვას შესაძლოა მის ადგილზე ცდუნებამ სძლიოს და სიმართლისკენ წაუვიდეს გონება, სიტყვები . რაც შეეხება დავით პაიჭაძეს, მე აბსოლიტურად ვერ ვამტყუნებ. რადგან ეს ადამიანი არის და იყო წინა ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგი, ამ ადამიანს ისე სწამს, ისე სჯერა, როგორც იქცევა. ამიტომ მას კი არ ვამტყუნებ, უბრალოდ კატეგორიულად არ ვეთანხმები. მე არ ვამბობ რომ არ უნდა მიჰყავდეს პაიჭაძეს გადაცემა, უნდა მიჰყავდეს, მაგრამ სხვას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს _ იმასაც უნდა ჰქონდეს ეთერი პირველ არხზე! კვესიტაძეს კი ამის მართლა არ სჯერა, რასაც ამბობს. ის და მისი ტიპის ჟურნალისტები თბილად მოეწყვნენ. სხვათაშორის ამ კონტექსტში არ შეიძლება არ აღიარო ნანუკა ჟორჟოლიანის შეგნებულობა, მან უარი თქვა პოლიტიკურ გადაცემაზე, მას შემდეგ რაც გახდა მაღალჩინოსნის მეუღლე და გააკეთა გასართობი შოუ. მოდით რა ნუ გადავხაზავთ ყველას ერთად. განსხვავებული შეხედულებების ჟურნალისტების არყოფნამ პირველარხზე მიიყვანა არხი ჩიხამდე. სხვათაშორის სულ ვამბობ, რომ “ობიექტივზე” ვართ 100- მდე წამყვანი და საკმაოდ განსხვავებული შეხედულებების ადამიანები. სწორედ ასეთი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელის რეალური სქემა. ძველი პირველარხელი იხსენებს პერიოდს როცა პირველი არხი საინტერესო პროექტებს აკეთებდა და რეიტინგული იყო, სამაომავლოდ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეალურ დამოუკიდებლობაზე ოცნებობს: “ შევარდნაძის პერიოდში სტუდია “აუდიენციის” პროექტი “აკრძალული ზონა" იყო ნამდვილად უპრეცედენტო, არც მანამდე არც მერე არ ყოფილა ტელესივრცეში მსგავსი გადაცემა, მთელი კვირა ციხის ზონაზე შევდიოდი, ვეცნობოდი აბსოლიტურად ყველაფერს, ყველა საკანში შევდიოდი, გადაღებული მყავს ქურდები თუ განსაკუთრებულ საკანში მყოფი მსჯავრდებულები, ჩაწერილი მაქვს ეს ინტერვიუები და ამის არქივი არის. ამას სააკაშვილის სისტემისას პირველი არხი ვერც იოცნებებდა. ხელისუფლების გავლენა მაშინაც იყო, მაგრამ ვახერხებდით რაღაცნაირად დაგვეღწია წნეხისგან თავი. არ ვიცი მომავალში რა იქნება, მე მხოლოდ შემიძლია ერთი რამ ვისურვო პირველ არხს, არასდროს არცერთმა ხელისუფლებამ აღარ ჩათვალოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მისი კუთვნილებაა. არცერთი საბიუჯეტო ორგანიზაცია არ უნდა იყოს არცერთი მთავრობის მონა, მითუმეტეს ტელევიზია. მაკა დეკანოსიძე 21 ნოემბერი/ "ქართული სიტყვა" 376 7-ს მოსწონს
|