x
image
დავითი12
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ოჯახში

ოჯახიოჯახი - ეს ჩვენი თავშესაფარი და ჩვენი ტრამპლინია.მისით განმტკიცებულებმა, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ახალ მწვერვალებს.

თუ გსურთ, რომ თქვენი ქორწინება ქორწილის შემდეგ არ იქცეს საცოდავ სანახაობად, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა აქციოთ იგი სერიოზული, დაკვირვებული განსჯის საგნად.არვის ძალუძს ისე სწრაფად დაანგრიოს ქალის ბედნიერება, გახადოს მისი ცხოვრება აუტანელი, როგორც მის საკუთარ ქმარს;არვის ძალუძს მცირედის გაკეთებაც კი იმისათვის, რათა გაანელოს ქმრის იმედები და მისწრაფებები, პარალიზება გაუკეთოს მის ძალებს და არარად აქციოს მისი გავლენა და პერსპექტივები, თუ არა საკუთარ ცოლს.ქორწინების დღე არის წერტილი, რომლიდანაც მრავალი მამაკაცი და ქალი იწყებს თავისი წარმატებებისა თუ წარუმატებლობების ათვლას და რომელსაც უკავშირებს თავის იმედებს მომავალში.ქორწინება - ეს არის რაღაც ისეთი, რაც ზემოქმედებას და გავლენას ახდენს მთელ თქვენს ცხოვრებაზე ამ წუთისოფელშიც და მომავალშიც.

ღმერთმა შექმნა ქალი, რათა იგი ყოფილიყო მამაკაცის თანამგზავრი და დამხმარე, ყოფილიყო მასთან ერთი მთლიანი, გაემხნევებინა, შთაეგონებინა და ეკურთხებინა იგი და რათა მამაკაცი, თავის მხრივ, ყოფილიყო მისი საიმედო საყრდენი.ცოლქმრულ ურთიერთობებში წმინდა მიზნით შემსვლელნი - ქმარი, რათა მოიპოვოს ქალის გულის კეთილგანწყობა, ცოლი, რათა მოალბოს და გააუმჯობესოს თავისი ქმრის ხასიათი, - მათდამი ღმერთის ნებას აღასრულებენ.

0
7
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი12
დავითი12
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0