x
image
დავითი12
საუკეთესო ადგილი დედამიწაზე ოჯახია

ოჯახიაუცილებელია ბავშვებისათვის სახლი ვაქციოთ საუკეთესო ადგილად მთელს ქვეყანაზე, მასში ყველაზე მიმზიდველი კი დედის თანდასწრება უნდა გახდეს.ბავშვები-ეს მგრძნობიარე, მოსიყვარულე ბუნების არსებები არიან.მათი გახარება ადვილია და ასევე ადვილია მათი განაწყენება.რბილი მოპყრობით, სიტყვებით და საქმეებით, რომლებშიც მჟღავნდება სიყვარული, დედებს შეუძლიათ დაიპყრონ თავიანთი შვილების გულები.სისუფთავე, სიფაქიზე და წესრიგი წარმოადგენს საოჯახო საქმეების წარმატებით მართვის აუცილებელ პირობას.მაგრამ თუ დედა წესრიგის დამყარებას თავისი ცხოვრების მთავარ მოვალეობად აქცევს, თავს მთლიანად უძღვნის მყუდროების შექმნას და ვერ ასწრებს სათანადო ყურადღება დაუთმოს ბავშვების ფიზიკურ განვითარებას, მათ გონებრივ და ზნეობრივ აღზრდას, მაშინ იგი სავალალო შეცდომას ჩადის.ზედმეტი მორთულობის და ყოველივე მოჩვენებითის თავიდან აცილების მცდელობისას, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ უყურადღებონი და განურჩეველნი ჩვენი გარეგნობისადმი.ყოველივე, რაც დაკავშირებულია ჩვენს გარეგნობასთან და ჩვენს საცხოვრებელ ბინასთან, უნდა იყოს სუფთა და მიმზიდველი.ღმერთს არ უყვარს უწესრიგობა და გულგრილობა;მისთვის არასასიამოვნოა, როდესაც სიბეჯითის უქონლობას ხედავს.ეს სერიოზული ნაკლოვანებებია, რომლებიც მეუღლეებს გაყრით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ქმარს, ცოლისგან განსხვავებით, უყვარს წესრიგი, დისციპლინირებული ბავშვები და კარგად ორგანიზებული ოჯახი.ცოლი და დედა ვერ გახდის ოჯახს შეთანხმებულსა და ბედნიერს, თუ იგი არ იცავს წესრიგს, იქცევა უღირსად და არ შესწევს უნარი კარგად წარმართოს ოჯახი;ამიტომაც, ყველამ, ვინც ამ საკითხში წაიბორძიკებს, ამას განსაკუთრებული ყურდღება უნდა მიაქციოს.

0
14
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი12
დავითი12
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0