საზოგადოება "უკაცრავად, 390 000 ევრო ვიპოვე და თქვენი ხომ არ არის?" 2012, 13 დეკემბერი, 23:34 ძალიან უცნაური და ასევე სასიამოვნო ამბავი მოხდა ქალაქ ვენაში. ავტობუსის მძღოლი ასე ვთქვათ გახდა გმირი. საქმე იმაშია, რომ ავტობუსის მძღოლმა, ავტობუსში იპოვა ჩანთა სადაც 390 000 ევრო იყო და დაუბრუნა პატრონს. ( ბევრი ამას არ იზამდა. ბევრი კი არა თითქმის ყველა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი ადამიანები ძალიან იშვიათია.. წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას დააბრუნებდით თუ დაიტოვებდით ფულს? ) როგორც ცნობილია, როდესაც "ავტობუსმა" დაასრულა რეისი მძღოლმა "სალონის" შემოწმება გადაწყვიტა და 51 წლის მძღოლმა "ავტობუსში" აღმოაჩინა ჩანთა სადაც 390 000 ევრო და დოკუმენტები იყო. მძღოლმა, როგორც კი ფული დაინახა ჩანთაში, მაშინვე პოლიციას დაუკავშირდა, პოლიციაც მალევე მივიდა დანიშნულების ადგილას და გაირკვა, რომ ფული და დოკუმენტები იყო პენსიონერის. ეს იყო მისი მთელი დანაზოგი, რომელიც ბანკიდან გამოიტანა და სახლში მიჰქონდა. "ალბათ ამ ქალბატონს მეხსიერებასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები.. ამხელა თანხით ავტობუსში ასვლა ცოტა არ იყოს გასაკვირია, რაზე ფიქრობდა ნეტავ ეს მოხუცი?" - განაცხადა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ მოხუცმა პენსიონერმა, კეთილი მძღოლსთვის მადლობის მეტი არაფერი არ გაიმეტა, მცირე ოდენობის ჯილდოც კი არ მისცა.. ცოტა არ იყოს ცუდად მოიქცა ეს ქალბატონი, ჩემი აზრით მცირე ჯილდოს მაინც იმსახურებდა ეს პატიოსანი ადამიანი, მაგრამ მოხუცს ალბათ ჯილდოს მიცემაც დაავიწყდა. 109 6-ს მოსწონს
|