სხვა ძაღლები მანქანას მართავენ. 2012, 13 დეკემბერი, 19:55 ახალ ზელანდიაში, ძაღლები სახელად მონტი, ჯინი და პორტერი პირველი ძაღლი-მძღოლები გახდნენ მსოფლიოში და საერთოდ ისტორიაში.ძაღლები ცხოვრობენ სპეციალურ თავშესაფარში, რომელიც საგანგებო დახმარების სამსახურს ეკუთვნის.ძაღლებს 2 თვე დასჭირდათ იმისთვის, რომ აეთვისებინათ მართვის ძირითადი პროცესები, მათ გასაოცარად შეუძლიათ საჭის ტრიალი, სიჩქარეების კოლოფის გადართვა.რა თქმა უნდა მართვის დროს ძაღლებს მწვრთნელი-მასწავლებლები დაყვებიან, თუმცა მათ დამრიგებელს ქრისტინა კალინს იმედი აქვს, რომ მოვა ის დღეც, როცა ხელებდაკრეფილები შეხედავენ ძაღლების მიერ მანქანის მართვის პროცესს. 35 4-ს მოსწონს
|