პოეზია ზუგდიდი და პარიზი 2012, 13 დეკემბერი, 17:15 ზუგდიდი არ არის პარიზი,
პარიზი არ არის ზუგდიდი.
ზუგდიდში ჰყვავის ნარგიზი,
ვერსალის ბაღის წადილი.
პარიზში - მდინარე სენა, ზუგდიდში კი, - ჩხოუშია: კოკისპირულ წვიმის რენა და მდინარე საშურია. ეიფელის ჯადო კოშკი, პარიზის დიდების ცნება. კოლხეთში კოპწია ქოხი, შვილებით მამულის ქება! კოლხეთი - სიცოცხლის გული, დედის ალერსი - ფაქიზი; მშობლიურ მიწით თანგული ზუგდიდი - ჩემთვის პარიზი. 124 5-ს მოსწონს
|